უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ფოთში სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქციებს მართავენ, დღეს უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტი შეხვდა. ნიკოლოზ გუგეშაშვილმა მათი პრობლემები პირადად მოისმინა. უკრაინის 6 მოქალაქე ფოთში ნავსადგურის მოიჯარე კომპანიაში სამუშაოდ მაისის თვეში ჩავიდა. მათი განცხადებით, კომპანიამ დაპირებული თანხის მხოლოდ 10 % გადაუხადა. უკრაინის მოქალაქეებმა მომხდარის შესახებ უკვე მიმართეს პოლიციას და...
ავიაკომპანია "Flydubai" ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს 14 ივნისიდან შეასრულებს. დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს. ავიაკომპანია “Flydubai” 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოპულარული ტურისტული ადგილებისკენ...
2018 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 332.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.8%-ით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკიდან ავრცელებს. მათი ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6% იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე...
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით სექტემბრის თვეში ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოში ფულადი გზავნილებით იტალია და საბერძნეთი ლიდერობენ.  მიმდინარე წლის სექტემბერში იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში 16,42 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საბერძნეთიდან 14,17 მლნ აშშ დოლარი შევიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით ორივე ქვეყნიდან ფულადი გზავნილების ხვედრითი წილი მთლიან მოცულობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია და წელს...
საქართველოს ნაციონალური კერძი "ხაჭაპური" ნიო-იორკის რესტორნებში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Ny.eater-მა გამოაქვეყნა. Ny.eater-ის ცნობით, ხაჭაპურის მირთმევა ნიუ-იორკში რამდენიმე წელია უკვე შესაძლებელია, თუმცა ქართული ნაციონალური საჭმელი, რომელსაც გამოცემა "პიცის ჰიბრიდს" უწოდებს, ქალაქის ბევრი არაქართული ბარ-რესტორნის მენიუშია უკვე შეტანილი. გამოცემა წერს, რომ ხაჭაპური იმდენად ქართულია, რომ საქართველოში მისი დამზადებისთვის გაწეულ ხარჯებს...
კახა მასხულია პროფესიით შემდუღებელია. ხელობა საქართველოში, პროფესიულ კოლეჯში შეისწავლა და პატარა სახელოსნოში დასაქმდა, თუმცა, მაღალი ანაზღაურებისა და უკეთესი გამოცდილების მიღების მიზნით, მაინც საზღვარგარეთ მუშაობა გადაწყვიტა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან გაიგო, რომ დროებით საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დამსაქმებლები კანდიდატების ასარჩევად ჩამოდიოდნენ. პირველად, 2017 წლის ნოემბერში წავიდა პოლონეთში და ვოლვოს სატვირთო ავტომანქანების ქარხანაში დასაქმდა....
33 წლის ნიკო ავალიანის აპლიკაციას, რომელიც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნა, უკვე 3 000-მდე მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის 500-მდე საქართველოდან. ნიკო 4 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, ჩართულია ავტოგადაზიდვის ბიზნესში და შესწავლილი აქვს ამერიკული აუქციონების ბიზნესი, სწორედ აქედან დაიბადა IOS-ის აპლიკაცია GOFORIT-ის შექმნის იდეაც. აპლიკაცია მათთვის შეიქმნა, ვისაც მეორადი ავტომობილის შეძენა სურს.აპლიკაცია...
ყველაზე მთავარი პრობლემა, ევროპაში სამსახურის მოძიებისას არის მუშაობის უფლების მოპოვება. ხშირ შემთხვევაში ასეთი უფლების მოპოვება ძალიან რთულია შემდეგი მიზეზების გამო: 1) ქვეყანაში, სადაც თქვენ სამსახურს ეძებთ, უბრალოდ არ არსებობს მუშაობის უფლება თქვენი დონის/პროფილის სამსახურის მაძიებლისთვის (მაგალითად, თუ თქვენი კვალიფიკაცია დაბალია) 2) იმ ვაკანსიაზე, რომელსაც თქვენ შეარჩევთ უმეტეს შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურის იმ...
უძრავი ქონების ნასყიდობის ტრანზაქციები საბანკო არხებში გადავა. ამის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. შესაბამისი ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში შედის, რომლის 477-ე მუხლს ემატება მე-4 ნაწილი. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, უძრავი ნივთის ყივდვის შემთხვევაში მყიდველმა თანხა არა ნაღდი ანგარიშსწორებით, არამედ უნაღდოდ უნდა გადაიხოდს. ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა გაიცეს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებიც. ამ ორი ნორმის შეუსრულებლობა კანონდარღვევად ჩაითვლებ. კანონდამრღვევი პირველ...
 მმართველი პარტიის წევრმა და დიასპორის საკითხთა კომიტეტტის თავმჯდომარემ დღეს პრემიერ მინისტრს პარლამენტის ტრიბუნიდან დიასპორული ინვესტიციების ხელშემწყობი პროგრამების ინიციატივით მიმართა: ,,საქართულმა ემიგრაციამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლება, როგოც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი, ადასტურებს, რომ ეს ქვეყანა გულწრფელად მზადაა და სამშობლოს კარი მუდამ ღიაა მათთვის, ვისაც სურვილი და მონდომება გააჩნია დაბრუნდეს საქართველოში.  მაგრამ ჩვენ...