ელჩების მინიმუმ 80 % დაკავებულია კოქტეილის სმით და ბიუჯეტის ხარჯზე ოჯახის ფუფუნებაში ცხოვრებით, ეს კი დაუშვებელია. იმდენად გათავხედებულია ზოგიერთი მათგანი, დეოკუპაციაზე და სხვა ქართულ ინტერესებზე ზრუნვა კი არა, ჩვენს ემიგრანტებს არ ეკონტაქტებიან საზღვარგარეთ და ჩვენი ხალხი პრაქტიკულად მიტივებული არიან ბედის და რისკების ამარა. როგორ გინდათ ამ მოცემულობაში პროგრესის მიღწევა...
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე უცხოეთში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმული თანამემამულეებისთვის საქართველოში პანსიონატების შექმნის ინიციატივით გამოდის. ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, დღეს მოქმედი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამა ვიწრო სოციალური პროექტია და არსებული ბიუჯეტის ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს. “პროგრამა ძირითადად ემსახურება დაბრუნებულ ემიგრანტთა სოციალურ მიზნებს, რაც საკმარისი არ არის....
ქვეყანაში, საიდანაც მილიონი ქალია წასული მონა-მოსამსახურის, უმძიმეს სამუშაოზე და მათ ნაოფლარს მათი მამაკაცები კაზინოში აგებენ, ქალების შევიწროება უკვირთ? ჩემი მოგონილი არაა, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით ყველაზე დიდი და დინამიურად მზარდი ეკონომიკის სექტორი საქართველოში სათამაშო ბიზნესია. ისიც იცით ალბათ, რომ ეს ქვეყანა ბიძინეს ფულით კიარა, ემიგრანტების გზავნილებით არსებობს.  ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსების თუ...
 ძალიან კარგ საქმეს ხართ შეჭიდებული და შედეგიც შესანიშნავია , საერთოდ საბერძნეთის ქართული დიასპორა ყველაზე აქტიურია მთელს ევროპაში და ამ საინფორმაციო პორტალსაც ეტყობა. მინდა ვთქვა რომ, ინფორმაციულად სრულყოფილი და გემოვნებიანი ვებ გვერდია, სადაც შეიძლება ბევრი  საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მოძიება, რომელიც ემიგრანტების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს... ძალიან მიხარია ასეთი საინფორმაციო ვებ...
დიასპორულ ორგანიზაციებს მიმღებ ქვეყნებში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ . მთავარი მიზანი მიმოფანტული ქართველების გაერთიანება, მათი დახმარება და საკუთარი ნიჭისა თუ უნარ ჩვევების რეალიზაციაში ხელის შეწყობა გახლავთ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, დიასპორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მრავალი ფაქტორით არის განპირობებული. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა გახლავთ. ნებისმიერ...
როცა საუბრობთ ემიგრანტებზე, კეთილი ინებეთ და ისაუბრეთ მათი სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებზე,საქმიან წინადადებებზე ან ამ პროცესის დაწყებამდე ისაუბრეთ ამ ადამიანებისთვის მიმღებ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების ეროვნული მექანიზმების ამოქმედების ფორმირებაზე... თუ არც ერთზე არ შეგიძლიათ საუბარი და თუ მეტი უბრალოდ არ შეგიძლიათ, ისწავლეთ, გვკითხეთ და მანამდე გაჩუმდით ! ემიგრაციაში მიდიან იმისთვის, რომ ძალიან...
მომავალი საპენსიო რეფორმა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევამდე, საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობის პერიოდში, პენსიის სავალდებულო დაგროვებას მოიაზრებს… რეფორმის პროექტი ემიგრანტების მიერ პენსიის სავალდებულო დაგროვებას არ მოიცავს, რადგან ემიგრანტები საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწევიან თავიანთ საქმიანობას, მათი შემოსავლის დაბეგვრა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული,საყურადღებოა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მათ უფლება აქვთ...
გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის შეფასებით, მიგრაციის პრობლემის გადასაწყვეტად გერმანიამ და მთლიანად ევროკავშირმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. პარლამენტში გამოსვლისას მერკელმა განაცხადა, რომ ევროპის წინაშე ბევრი გამოწვევაა, თუმცა, ევროკავშირისთვის შესაძლოა, საბედისწერო გახდეს სწორედ მიგრაციის თემა და დაუშვებელია, რომ ამ საკითხში უთანხმოებამ გამოიწვიოს ევროკავშირის დანგრევა. ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ...
რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი საინტერესო ფაქტს ასაჯაროვებს  და მართლაც მხარდასაჭერ მოსაზრებასაც  სთავაზობს ქართულ საზოგადოებას: ,,  თურქეთში და ბულგარეთში (შეიძლება სხვაგანაც, არ ვიცი) ასეთი ჩვეულება ყოფილა: ზამთრის პირზე, ხეებზე ქურთუკებს ჰკიდებენ უსახლკაროებისთვის და უპოვართათვის. მისაბაძია." აქვე გთავაზობთ მის მიერ გაზიარებულ ფოტოებსაც:  
,, საქართველოს ბევრი მოქალაქე, ბოდიში, მაგრამ ისე იქცევა, "უნახავმა რა ნახაო..." იმედი მაქვს, ეს პირველი ტალღა გადაივლის და ადამიანებს ეყოფათ გონიერება, უვიზო რეჟიმით ისე ისარგებლონ, როგორც რეგულაციებით არის გათვალისწინებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია, მთავრობა ამ საკითხზე აქტიურად ურთიერთობდეს მოსახლეობასთან, უხსნიდეს შექმნილ ვითარებას. ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ინფორმაციის საშუალებებს. "...