საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 მაისი.კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს გთხოვთ  დაუკავშირდეთ:info@satvistomo.de.  კონკურსის პირობები კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ სტადიაზე ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის...
სპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოღვაწე მოკრივე, ქვემო სვანეთის სოფელ ბაბილის მკვიდრი, ირაკლი ქურასბედიანი, დღეს საფრანგეთის ქალაქ ბეზიერში მედიტერანეს ქამარზე გამართავს ბრძოლას. ბრძოლა საფრანგეთის დროით 11 საათზე გაიმართება. ირაკლი ქურასბედიანს მოყვარულ მოკრივეებს შორის მოგებული აქვს ესპანეთის თასი, მეგობრობის საერთაშორისო ტურნირი და რამოდენიმეჯერ კატალონიის რეგიონის ტურნირი. წყარო:https://newsmedia.ge/
5 დეკემბერს, უნგრეთის კულტურის დღეები კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, უნგრული ეროვნული ცეკვების გალა-კონცერტით დაიხურა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და უნგრეთის კულტურის სახელმწიფო მინისტრი პიტერ ჰოპალი დაესწრნენ.   კონცერტში მონაწილეობდა ადგილობრივი ანსამბლი „კაშკაშა მზე“, რომელიც მაყურებლის წინაშე ეროვნული ცეკვებით წარდგა. წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებდა...
ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  ქ.კაიროში  ღონისძიება  “ქართული საღამო“ გაიმართა.    საღამოს  ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს მდიდარ კულტურას, ტრადიციებს და ქვეყნის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს.  ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ეროვნული სამოსისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. ასევე  წარმოდგენილი იქნა საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესგარემოს, ტრადიციებისა და კულტურის ამსახველი საინფორმაციო მასალა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურისტული პოტენციალის...
,,ათენის ქართული სახლი’’  დარეჯან ღამბაშიძის ხელმძღვანელობით 15 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებითსაქველმოქმედო საღამო გაიმართა – “ქართველი ემიგრანტი პოეტების ფესტივალი”. საღამოს სტუმრები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი პოეტები. ღონისძიება ყოველწლიურად დედაენის დღეზე ჩატარდება და ტრადიციული  გახდება. ამ წლის სხვადასხვა ქვეყნიდან პროექტის სტუმრები არიან: ხათუნა შავგულიძე, საიდ მულიანი, ჯიმშერ ბედიანაშვილი, ირმა შიოლაშვილი, ზურაბ...
ლა სკალას აკადემიის 2018/2020 წლის სასწავლო კურსის გამარჯვებულ 8 სტუდენტს შორის ორი ქართველია. ვულოცავთ გიორგი წამალაშვილს და ცისანა გიორგაძეს! ბევრჯერ გვეამაყოს თქვენი წარმატებით მსოფლიოს საოპერო თეატრების სცენებზე.  
მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს, ქ. კიევში, ორგანიზაცია „ქართული დიასპორის სახლის“ ორგანიზებით და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართება ქართული კულტურის დღეები და ქართული ღვინის ფესტივალი „KAKHETI FEST 2017”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინაში მოქმედი ქართული რესტორნები და ღვინის კომპანიები.ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ასევე კულტურული პროგრამაც. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.expoplaza.kiev.ua/ukr/news/1184
ქართველი პროდიუსერი გავლენიანმა გამოცემამ Variety 2018 წლის 10 წარმატებულ პროდიუსერს შორის ქართველი, ლაშა ხალვაშიც დაასახელა ფილმებისთვის "საშიში დედა" და "ჰორიზონტი". ამავე სიაში მოხვდა ჯოსი ამნამარა ფილმისთვის - I, Tonya, კრისტოფერ ლემონი ფილმისთვის - Mudbound, რეიჩელ სონგი ფილმისთვის - A Kid Like Jake და სხვები. Variety ნომინანტ პროდიუსერებს კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვებენ.
ქართული კულტურის დღეები პეზაროში.  Le giornate culturali georgiane a Pesaro. საქართველო საელჩოს, პეზაროს მერიისა და პეზაროს საერთაშორისო საოპერო აკადემიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11-18 აპრილს ქალაქ პეზაროში გაიმართება ქართული კულტურის დღეები. ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში ტარდება და რამდენიმე კულტურულ ღონისძიებას მოიცავს. 11 აპრილი - 16.00 -19.00 -...
20 დეკემბერს, მილანში, 17 საათზე გაიმართება პოეტ დათო მაღრაძესთან შეხვედრა. როგორც  იტალიაში საქართველოს საელჩო იტყობინება შეხვედრაზე ისაუბრებენ ასოციაციის "dipoesia" თავმჯდომარე ჯოვანი ბონოლდი, ლიტარატურის კრიტიკოსები ჯულიანო ლადოლფი და ჯულიო გრეკო და მთარგმნელი ნუნუ გელაძე, რომელმაც იტალიურ ენაზე დათო მაღრაძის არაერთი კრებული თარგმნა. დასწრება თავისუფალია. მისამართი: Biblioteca Sormani, Sala del Grechetto, via...