როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის DIASPORA.GE -ს და პირადად ჩემს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ხორციელდება ცილისმწამებლური კამპანია და მედია ტერორი სოციალურ ქსელებში, რაც ჩვენი შეფასებით მიზანმიმართულია შეაფერხოს ჩვენი მუშაობა და შეგვიღუდოს აზრის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და ევროკავშირის მედიის თავისუფლების ქარტიით. ჩვენს მიერ გადამოწმებული...
"გეორგიას“ პრეზიდენტის ბესიკ შამუგიას განცხადებით, უკრაინაში დიასპორებთან მიმართებაში დგას რიგი პრობლემური საკითხები, რაც იწვევს მათი მუშაობის შეფერხებას და ხელისშეშალს, სხვადასხვა პოლიტიკური თუ პირადული ინტერესების მატარებელი ორგანიზაციები ხელს უშლიან დიასპორული ორგანიზაციების გამართულ მუშაობას და აფერხებენ კვალიფიციურ მუშა პროცესს, ამის შესახებ განცხადება მან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სრულიად უკრაინის...
სტამბოლის ქართველთა სათვისტომო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ემიგრანტებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს რათა შენარჩუნდეს საქართველოს სტაბილური განვითარება , ხოლო მათი სათვისტომოს წევრმა ემიგრანტებმა სწორი არჩევანი გააკეთონ :,, ძვირფასო ემიგრანტებო, ჩვენი განსაცდელი ერთია, იქედან გამომდინარე, რომ ვიმყოფებით სამშობლოდან, ოჯახიდან, ახლობლებიდან მოშორებით, უცხო მხარეში სადაც დღითი დღე რთულდება ჩვენთვის, ემიგრანტებისთვის...
სულ მალე იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნება. - ამ სასიხარულო ამბის შესახებ DIASPORA.GE -ს იტალიის ქალაქ ბარიში მოქმედი ასოციაცია A.I.S.-დან აცნობეს.
ასოცაციის დამფუძნებლის ნინა რურუას თქმით:,, სულ მალე იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაიხსნება ბარის პირველი ქართული საკვირაო სკოლა აისის ფილიალი. ჩვენი მიზანია შეიქმნას ერთიანი, ძლიერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული დიასპორული ცენტრი...
ფოტო: Facebook
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს. მიმართვა სალომე ზურაბიშვილის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დიასპორის წარმომადგენლების ინტერესების დამცველი იქნება.
„მოგმართავთ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, როგორც ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი, როგორც სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქე და როგორც თქვენი მომავალი პრეზიდენტი. ვიქნები თქვენს გვერდით და პირველივე დღიდან...
საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციისა და ეთიკის ქარტიის და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, მედიამკვლევარს ემიგრაციის საკითხებში – ნინო ცხოიძე ემიგრანტებში ხელოვნურად გავრცელებული ერთ-ერთი დეზინფორმაციის საპასუხოდ აცხადებს რომ:,, გავიგე ემიგრანტებისთვის უთქვამთ და მათაც გაუმეორებით (ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა!) სალომე ზურაბიშვილს იმიტომ არ მივეცით ხმა, რომ...
საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი, და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის " დამფუძნებელი გიორგი ოკრიბელაშვილი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2012 წლის 11 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და დღეს პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძემ მიერ გამოცემულ ბრძანებულება №158 ახსენებს და აცხადებს რომ განცხადებით დღემდე გრიგოლ ვაშაძის...
საერთაშორისო მოძრაობა "ემიგრანტები დემოკრატიულისაქართველოსათვის" - დამფუძნებელი გიორგი ოკრიბელაშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს და ემიგრანტებს მიმართავს : ,,ყველამ კარგად დაინახეთ რომ მთელი საარჩევნო პერიოდი ვიყავი ჩუმად და არ ვცდილობდი ვინმესათვის ჩემი შეხედულება მომეხვია თავს. მინდოდა ყველა ჩემს მეგობარს მიეღო ის გადაწყვეტილება ამ არჩევნებში რასაც გული ეტყოდა. მაგრა დღეს სიჩუმე ისეთივე...
ათენში ტრაგიკულად გარდაცვლილი სოფო შანშიაშვილის ცხედარი სამშობლოში გადაასვენეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ემიგრანტის იმედის" დამფუძნებელი შოთო სოხარულიძე იტყობინება: ,,ღამე ჩამოასვენეს მოკლული ემიგრანტი , 23 წლის სოფო შანშიაშვილი, (წიკლაური) სამოქალაქო
პანაშვიდი გაიმართება 20 ოქტომბერს დილიდან საღამომდე.
მის: სამგორის რნ/სოფელი ნასაგური,.ყოფილი სამგორის მეურნეობა. ნახშირგორის ქუჩა ..10..
გამოსვენება კვირას იგივე მისამართიდან 14:00 წთ.
"შოთო...
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, მ/წლის 21 ოქტომბერს, საელჩო, ტორონტოს ქართული სათვისტომოს ასოციაციასთან ერთად, ტორონტოში ატარებს ქართული კულტურის საღამოს, რომელსაც კანადაში მცხოვრები
ქართველები და ტორონტოს სხვადასხვა ეთნიკური დიასპორების წარმომადგენლები დაესწრებიან. საღამოს ფარგლებში გაიმართება ტორონტოს ქართულ საკვირაო სკოლასთან არსებული ბავშვთა ანსამბლის „ივერიონი“ კონცერტი, გამოფენა საქართველოს შესახებ და
ქართული სამზარეულოს დეგუსტაცია-...