საბერძნეთში მცხოვრები ნინო ბელთაძის განცხადებით 9 სექტემბერს ათენში ქართული საღამოსთვის ემზადებიან, სადაც საქართველოდან ემიგრანტებთან შესახვედრად მოწვეულები იქნებიან მწერალი და პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძისა და სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პრემიის ლაურეატი ერეკლე სარღლიანი, ნოველისტი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, ქორეოგრაფი, სპორტსმენი, პედაგოგი, ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების რაინდი, ნ. ლორთქიფანიძის...
https://www.youtube.com/watch?v=oDh_c5qf9bc
პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილები პირველი მოსმენით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ვიცი, რომ მოლოდინი დიდია, ყველა ქვეყნიდან მოდის კითხვები, როდის და როგორ იქნება კანონი მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი თანამემამულეებისთვის, არამედ, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან ეს პასუხობს ჩვენს დემოგრაფიულ გამოწვევებს“, -განაცხადა დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ...
გაიცანით მუსიკოსი, კლარნეტისტი ლევან ცხადაძე, რომელიც უკვე 13 წელია ოჯახთან ერთად ამსტერდამის შუაგულში ცხოვრობს და მან ჰოლანდიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროფესია შეიძინა.
თუ ამსტერდამში მოხვდებით აუცილებლად შეიარეთ რესტორანში “ბატონი ხინკალი” და ხინკალთან ერთად, ვაიფაის პაროლი იკითხეთ.
უყურეთ მთლიან ინტერვიუს:
https://www.facebook.com/MOVEMENTTV/videos/374232989653307/
წყარო: The Movement TV
DIASPORA.GE- ს ახალი პროექტის ,,მხოლოდ ემიგრანტის პასუხების” დღევანდელი სტუმარი ათენში მცხოვრები ემიგრანტი ირინა სამხარაძეა, ერთი რამ რაც ცხოვრებაში ძალიან მაბედნიერებს- ეს არის ჩემი ძალიან ძალიან კარგი, კეთილშობილი და უკარგესი შვილები თავის მონაგრით - ამბობს ის და დიდი ენთუზიზმით ერთვება ჩვენს ახალ პროექტში მაშ ასე მოვუსმინოთ ირინა სამხარაძის პასუხებს:
ბავშვობაში ვოცნებობდი...
ქართული მედია პორტალის http://emigrantebi.org/-ის ცნობით საბერძნეთში მცხოვრებმა ნაციონალური მოძრაობის აქტიურმა სახემ და აქტივისტმა მაია ბაჩანაშვილმა ქართული ოცნების მხარდამჭერი ემიგრანტები დაწყევლა : „ერთხელ დავწერ და მეტი აღარ განვმეორდები….ემიგრანტებიდან, ვინც კიდევ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურ პარტიას ” ქურდულ ოცნებას” შემოხაზავს საპარლამენტო არჩევნებზე, ყველას გულწრფელად გისურვებთ ემიგრაციაში ამოგხდეთ სული…
,, მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო მარიამობა ჩვენს მოქალაქეებს ცხინვალსა და სოხუმში, განსაკუთრებული სითბოთი მინდა, მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, – ეს განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
ღვთისმსახურებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც...
სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს პირველ ელჩს, ნიკოლოზ აფხაზავას სახელმწიფო ჯილდო - გვანგვას მედალი (Gwanghwa Medal – The Order of Diplomatic Service Merit) გადაეცა.
გვანგვას მედალი, კორეის რესპუბლიკის უმაღლესი რანგის სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც გადაეცემა უცხოელ სამოქალაქო პირებს, ძირითადად პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს, კორეის რესპუბლიკასთან დიპლომატიური კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში...
. დიასპორა როგორც საერთაშორისო ტერმინი ბერძნული ენიდან მოდის და გაბნევას აღნიშნავს. ქართული დიასპორის ტერიტორიალურ განფენას თუ შევხედავთ სიტყვა დიასპორა მართალაც ზუსტად გამოხატავს 90 -იან წლებში დაწყებული მიგრაციული პროცესის შედეგაც მთელს მსოფლიოში გაბნეულ საქართველოს მოქალაქეთა ახალ საცხოვრისებს. სამშობლოდან არაორგანიზებული და მხოლოდ ფულადი რესურსების მოპოვებაზე ორიენტირებული მიგრანტებისგან დროთა განმავლობაში რეალობაა თანდათან თვითორგანიზებული...
მშვენიერი იდეაა... გილოცავთ !
ყველაფერი სწორად არის გაკეთებული, თუმცა გისურვებთ უფრო მეტ ინფორმაციებს დიასპორებიდან, მთავარია რომ გვერდმა მიაწოდოს დროულად და აქტუალური ინფორმაციები საზოგადოებას სწორედ დიასპორებიდან , სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილ შეხვედრებზე და მოხდეს მისი გაშუქება. რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია სწორედ დიასპორის წარმომადგენლებზე და ასე ძალიან ჩქარა მოიპოვებს პორტალი მკითხველს. მოკლედ ყველაფერი კარგია. წარმატებები...
































