იტალიის ქალაქ ნაპოლში ემიგრანტები ნატო ცინაძე და სევდია შავერდოვა დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ რომ დამსაქმებელმა მათი უფლებები უხეშად დარღვია. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახში სადაც მუშაობდნენ და იყვნენ დასაქმებულები მოხდა ძარცვა და მათი უფლებების დარღვევაც სწორედ აქედან იწყება, როგორც ქართველი ქალბატონების ახლობელი ამბობს...
რეპორტაჟი მოგვითხრობს საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რომლებიც რუსეთში მიგრაციაში იმყოფებიან. მოთხრობილია ის მიზეზები, რაც მიგრაციის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს, მაყურებელი ასევე ნახავს როგორ პირობებში უწევთ  ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება. რეპორტაჟში ასევე საუბარია  2006 წელს რუსეთიდან განხორციელებულ მასობრივ დეპორტაციაზე, როდესაც 4500 -ზე მეტი მოქალაქე გამოაძევეს ქვეყნიდან არაადამიანურ პირობებში, ორი მათგანი კი გარდაიცვალა. https://www.youtube.com/watch?v=4QoV_7J5v8w
რთდროულად ორი პროფესია აქვს – ეკონომიკური და ვოკალის მიმართულებით. უკვე წლებია ოჯახთან ერთად ბარსელონაში ცხოვრობს და რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა, დღეს უკვე რეალობად აქცია. აპლოდისმენტების ხმა, დიდი სცენა და განათება – მიზანი მიღწეულია. ქართველი მეცოსოპრანო არაერთი გრან-პრის მფლობელია. გზა კონსერვატორიიდან ლა სკალას დიდ სცენამდე – მსოფლიო აღიარება პატარა ასაკში მოიპოვა...
  მიმდინარე წლის 27-28 მაისს, თბილისში , ქართული დიასპორის ფორუმი "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფორუმი გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ, რომელიც მთელი ფორუმის მანძილზე უძღვებოდა მას.  დიასპორის ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული იყვნენ...
ქართულ-ბერძნული თეატრალური ურთიერთობის ისტორიას ახსოვს ერთი უცნაური დღე: დიდი ხნის წინ, თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის, სახელმწიფო, აკადემიურ თეატრში გაიმართა სოფოკლეს ტრაგედიის "ოიდიპოს მეფე" მორიგი, მაგრამ უჩვეულო წარმოდგენა, - საქართველოს სტუმრად ეწვია ცნობილი ბერძენი მსახიობი ასპასია პაპატანასიუ... და ქართულ სცენაზე დედოფალ იოკასტას როლი ითამაშა ქართულ სპექტაკლში. მარჯანიშვილელები ქართულად თამაშობდნენ, ბერძენი სტუმარი კი...
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით,  ევროკავშირის  პროექტის  ENIGMMA 2-ის ფარგლებში,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში 2018 წლის ნოემბერში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩად ლიკა ჯანელიძე დაინიშნა, რომელმაც ამ მცირე პერიოდში უკვე რამდენიმე კულტურული სახის პროექტი განახორციელა და მომდევნო წელსაც არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს ჩვენი...
საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი პროექტის მონაწილე ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა. პროექტს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებს და ერთთვიანი კურსის მიზანია ფერეიდნელ ქართველებს შეასწავლონ ქართული ენა და ხალხური სიმღერა, გააცნონ საქართველო და დააახლოვონ სამშობლოს. გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილეებს თანატოლებთან მჭიდრო კონტაქტების გაბმა და საქართველოს კულტურისა და ყოფის...
გუშინ დილით რეკავს ჩემი ტელეფონის მესენჯერი,და ატირებული და სუნტქვა გახშირებული ზის ჩემი პატარა შვილი ერეკლე. 9 წლის 8 სექტემბერს შეასრულებს დედას მონატრება. _დედა იცი ამ დილით სიზმარში რომ დამესიზმრე?ვითომ ჩამოსულიყავი,ჩემთან ერთად ლოგინში გეძინა.... დეე! მე ხელი მოვკიდე შენ გრძელ თმებს...ის მართალი თმები იყო,არ გჯერაა? მართლა გეუბნები,დედას გეფიცები დეე!რომ გამოვიღვიძე და არ იყავი...
საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი თამარ მიქელაძე პარლამენტის ყფილ თავმჯდომარეს მიმართავს და მისი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს: ,,ცხვრის ტყავში გახვეული მელა, შენს კისერზეა ის ორი გვამი, სახურავებზე რომ შემოაწყობინე გაავებულ მიშაზს ზონდერებს! შენს კისერზეა ასობით დასახიჩრებულ დასისხლიანებული გულანთებული საქართველოს პატრიოტები! ნინო ბურჯანაძემ პასუხი უნდა აგოს 26 მაისის მოვლენებზე!...
  ემიგრაციაში წასვლის ძირითად მიზეზად ზვიად კვაჭანტირაძეს ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები მიაჩნია, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პრემიერ-მინისტრის დამტკიცებისას პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა. მისი განცხადებით:,,იმედის მომცემია დიასპორის მიმართ პრემიერ მინისტრის განწყობა, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ,როგორც მინინუმ, მილიონ ნახევარ ადამიანზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ საქართველო სხვადასხვა მიზეზით. რიგ...