23 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა პოლიტიკის დოკუმენტზე, რომლის მიზანია იმის გაანალიზება - რამდენად დგას საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე და რამდენად სამართლიან შეფასებას ეყრდნობა სტატისტიკა, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ჯგუფები შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების პირობად ასახელებენ. მთავარი...
21აპრილს ათენში სომხური ახალგაზრდული ასოციაციის მიერ სინდაღმის მოედანზე მოეწყო საინფორმაციო გამოფენა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე სომეხთა მასობრივ მკვლელობებს ასახავდა ოსმალეთის იმპერიის სამხედრო ნაწილების მიერ. საგამოფენო სივრცის მოწყობის მიზანს სომხური ახალგაზრდული ორგანიზაციის მხრიდან წარმოადგენდა 1915 წელს მომხდარი არაჰუმანური ფაქტის, როგორც თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდის პოპულარიზაცია.
აღნიშნულ გამოფენა-აქციაზე წარმოდგენილი იყო...
საქართველოს მოქალაქის პასპორტის საერთო ტარიფის დადგენის მოთხოვნით ხელმოწერების მასშტაბური კამპანიის დაწყების შესახებ განცხადება, დღეს ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა გააკეთა. მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში 22 აპრილს ათენში ორგანიზებული აქციაა დაანონსებული: ,,ყველა ტექნიკური დეტალი მზადაა კვირას ხელმოწერების მაქსიმალურად მეტი რაოდენობის შესაგროვებლად, დაბეჭდილია 1200 ხელმოსაწერი მიმართვა. დარჩენილია მხოლოდ თქვენი...
2018 წლის 14-15 აპრილს,საბერძნეთის ჩემპიონატზე ბადმინტონში, რომელიც ჩატარდა დაბა სიდეროკასტროში მარიამ მინაძემ ერთეულთა თანრიგში 3 ადგილი და წყვილთა თანრიგში 2 ადგილი დაიკავა.
მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკისა და კუნძული კრეტას მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება განახლდება. ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 22 მაისიდან კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს განახორციელებს.
14 ივნისიდან კი რეისები კვირაში ორჯერ - ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ერთი გზის ბილეთის ფასი 297 ლარიდან, ხოლო ორი გზის ბილეთის ფასი 591...
რამდენიმე დღის წინ ბერძენმა მომღერალმა ნიკოლეტა კონსტანტინიდუმ, სოციალური ქსელის საშუალებით მსმენელს აუწყა , რომ ის უახლოეს დღეებში ათენში ქართულად შეასრულებს სიმღერას ერთ-ერთ ცნობილ, ქართული ესტრადის ვარსკვლავთან.
კითხვაზე თუ რატომ გადაწყვიტა მაინც და მაინც ქართველ მომღერალთან ერთად სიმღერა, ნიკოლეტამ უპასუხა რომ ის თავს მხოლოდ ბერძენად არ აღიქვამს და მიაჩნია რომ...
ემიგრანტებმა დროა დაიწყონ რეგისტრაციის გავლა, რომ ხმის მიცემისას პრობლემები არ შეხვდეთ ინტერვიუ ნათია მაისურაძე ანასტასიადისთან. არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით დღის წესრიგში დგება ზოგიერთ საკითხი, რომელიც ძირითადად ეხება მოსახლეობის ინფორმირებას საარჩევნო სიასა და არჩევნებში მონაწილეობის პროცედურას. ამ საკითხზე რამოდინემე კითხვით მივმართეთ ქ.თესალონიკის N 38 საარჩევნო უბნის კომისიის მდივანს ქალბატონ ნათია მაისურაძე-ანასტასიადის....
,,მიგრანტების საკონსულო აღრიცხვიანობის მოწესრიგება,არჩევნების ხარისხიანად ჩატარების წინაპირობაა" -აცხადებს საარჩევნო საკითხების სპეციალისტი და თესალონიკში ერთ-ერთი დიასპორული გაერთიანების-,,თესალონიკის ქართველობის“ ხელმძღვანელი ზაზა სულამანიძე. ბ-ნი ზაზა უკვე მრავალი წელია, რაც არაერთი საარჩევნო კომისიის წევრი და დამკვირვებელია. როგორც ცნობილია, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალქეები ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნების გარდა ყველა არჩევნებში მონაწილეობენ და ხმას სასურველ კანდიდატს...
რამოდენიმე თვის წინ შემთხვევით მოვკარი თვალი Facebook-ის კედელზე ვიდეოს , მე და ჩემი 3 წლის შვილი გავიგუდეთ სიცილთ სტუმრად მყავდა ასაკოვანი ბერძენი კარისმეზობელი იმანაც ძალიან იხალისა. იმის მერე დავიწყე ძებნა ნუთუ ესეთი კარგი იუმორის მქონე პირმა მხოლოდ ერთი ვიდეო გაადაიღო ..? დღეს ვხედავ რომ საბერძნეთში ყველა ქართველი იცნობს კალეს ...
ათენის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილის თქმით, საბერძნეთში და საქართველოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არათანაბარ პირობებში არიან. დიასპორის წარმომადგენლები მოუწოდებენ იუსტიციის სამინისტროს არსებული ხარვეზი გამოასწორონ.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საკონსულოებში, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფასის 124 ევროდან მინიმუმ 68 ევრომდე დაწევა ანუ დაახლოებით იუსტიციის სახლის იმავე მომსახურების მოსაკრებელთან გათანაბრება...