2020 წლის 1 იანვარს საბერძნეთის რესპუბლიკაში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენ-ლობაში ცვლილებები განხორციელდა. მისიის ხელმძღვანელს 2019 წლის 31 დეკემბერს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა,რომელიც 2014 წლიდან ასრულებდა ამ ფუნქციას და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა 2020 წლის 1 იანვრიდან  საქმეთა დროებითი რწმუნებულის სტატუსით  დარეჯან მუმლაძემ ჩაიბარა, რომელსაც სავარაუდოდ წელსვე გამოცდილი დიპლომატი დავით დონდუა, როგორც საქართველოს  საგანგებო და  სრულუფლებიანი ...
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ქართული დიპლომატიური მისია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს: ,, გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა არაკვალიფიციური ადამიანებისა და ორგანიზაციების მიერ ქართველი ემიგრანტებისთვის იურიდიულ დახმარების გაწევის შემთხვევები, რაც იწვევს მათი უფლებების დარღვევას და ართულებს მათთვის კვალიფიციური დახმარების აღმოჩენის პროცესს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ...
თუ რატომ მიემგზავრება გია ჯაჯანიძე ათენში და რა მისია ექნება 2 თებერვალს მას ბერძენთა დედაქალაქში, სადაც ევროპაში ყველაზე დიდი ქართული დიასპორა არსებობს ამის შესახებ ინფორმაციას ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი ,,კავკასია" ავრცელებს. როგორც ცნობილი დიასპორული ორგანიზაციის განცხადებიდან ირკვევა საბერძნეთის დედაქალაქში 2 თებერვალს, კვირას, 14:00 საათზე, კინო-თეატრში „ტრიანონ“ (ΤΡΙΑΝΟΝ),  გიორგი ჩიტაურის...
საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე მიწვეულია Athens Pride 2019-ზე, სადაც LGBTQ თემის წარმომადგენლებისთვის და მხარდამჭერებისთვის შეასრულებს საევროვიზიო სიმღერას REPLAY-ის და სხვა სიმღერებს მის რეპერტუარიდან. Athens Pride ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და თითქმის ყოველ წელს LGBTQ თემის წარმომადგენლები მომღერალ თამთას პატიჟობენ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად. წელს თამთასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს...
 იმედის კვირის რეპორტაჟის თანახმად  იმერული ყველის და მეგრული სულგუნის საბერძნეთის ბაზარზე გატანა, ქართველ ფერმერებს ემიგრაციაში წასულმა ბებიამ და შვილიშვილმა დაასწრეს. ირინა როსტიაშვილისა და ფოთოლა ორველაშვილის წარმატებული ბიზნესის ისტორია სამი წლის წინ, ერთი ძროხით დაიწყო. ამჟამად ქართულ - ბერძნულ საოჯახო ფერმაში, ჰოლანდიიდან და გერმანიიდან ჩამოყვანილი ძროხების რძით, ყველს ქართული ტექნოლოგიით ამზადებენ. ისომაში...
საბერძნეთში ევროპარლამენტის არევნებში პარტიამ ოქროს განთიადიმ მიიღო ხმების 4.85%, რაც ნიშნავს იმას რომ ბერძნულ ულტრა -მემარჯვენე ნაცისტურ პარტიას მიეცა საშუალება შეიყვანოს  ორი პარლამენტარი ევროპის პარლამენტში.   ხმების დათვლის პროცედურის თანახმად პირველ ადგილზე ოქროს განთიადის პარტიიდან ევროპარლამენტისთვის  იანის ლაღოსი არის არჩეული ,მაგრამ მას აკრძალული აქვს საბერძნეთის   დატოვება 2015წლის სასამრთლოს გადაწყვეტილების მიხედვით. პარტია ოქროს განთიადის...
ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების გამო, საბერძნეთის პრემიერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გეგმავს.არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ ალექსის ციპრასის სოციალისტური პარტია საბერძნეთის ლიბერალ-კონსერვატიულმა პარტია „ახალმა დემოკრატიამ“ დაამარცხა. ალექსის ციპრასმა  საბერძნეთის პრეზიდენტს შეხვდება,რომ მუნციპალიტეტის მეორე ტურის არჩევნების შემდგომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. სავარაუდოდ  საბერძნეთის საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები 2 ივლისის შემდგომ დაინიშნება. როგორც შედეგებმა გვიჩვენა ბერძნების დიდმა...
26 მაისს კვირას ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით კვლავ ევროკავშირის მომხრე პარტიები არიან უმრავლესობაში. ევროპარლამენტში სულ 751 კანონმდებელია. ისინი მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავებაში და ევროკომისიის დამტკიციებაში. გარდა ამისა ევროპარლამენტი ირჩევს ევროკომისიის პრეზიდენტს და ამტკიცებს ევროკავშირის ბიუჯეტს. 2014 წლის არჩევნებთან შედარებით გაზრდილი მხარდაჭერა მიიღეს ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიებმა. იტალიაში ნაციონალისტური პარტიები...
AMKA სოციალური დაზღვევის კოდი AMKA- ს ნომრის გასახსნელად თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ-მიხვიიდეთ ნებისმიერ უბნის ΚΕΠში . თან უნდა იქონიოთ პასპორტი, ბინადრობის ნებართვა და აფმ კოდის მინიჭების დამდასტურებელი საბუთი. ΑΦΜ Αριθμός Φορολογικού Μητρώου გადასახადის გადამხდელთა იდენტიფიკაციის კოდი. საბერძნეთში მცხოვრებ ყველა პირს საგადასახადო სამსახურის მიერ გაცემული უნიკალური ნომერი აქვს. ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ასევე,...
ნინო ბურჯანაძე საბერძნეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს, დიმიტრი კარაბალისს შეხვდა. „დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის პირველად შეხვდა დიმიტრი კარაბალისს. „მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, დიალოგი თბილ და საქმიან გარემოში წარიმართა. საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთის სახელმწიფოებს შორის არსებულ კეთილგანწობას და მეგობრობას. კარაბალისმა...