საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით სექტემბრის თვეში ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოში ფულადი გზავნილებით იტალია და საბერძნეთი ლიდერობენ. მიმდინარე წლის სექტემბერში იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში 16,42 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საბერძნეთიდან 14,17 მლნ აშშ დოლარი შევიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით ორივე ქვეყნიდან ფულადი
გზავნილების ხვედრითი წილი მთლიან მოცულობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია და წელს...
იტალიას მეტი მუშაობა და ნაკლები კორუფცია სჭირდება – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ევროკავშირის მიმართ ბრალდებების ნაცვლად, იტალიელებმა სამხრეთის ღარიბ რეგიონებში ვითარების გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ.
„ძალიან მიყვარს იტალია, მაგრამ ვეღარ მივიღებ ბრალდებას, რომ იტალიის სამხრეთში არსებული მდგომარეობა ევროკავშირის არასაკმარისი დახმარების ბრალია. იტალიელებმა ღარიბ რეგიონებს უნდა მიხედონ,...
ხვალ 25 აგვისტოს, იტალიაში , პორტოგრუაროს წმ. ანდრეას ტაძარში ქართული ხალხური მუსიკის ანსამბლი ‘’ბასიანი’’ინტერნაციონალური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში კონცერტს გამართავს რომელიც 21.00 საათზე დაიწყება , მანამდე კი 18.00 საათზე პორტუგრუაროს მუნიციპიტეტში გაიმართება ცნობილი ეთნო მუსიკოლოგი რენატო მორელის კონფერენცია სახელწოდებით ,,ქართული პოლიფონიური სიმღერა - კაცობრიობის პირველი არამატერიალური მემკვიდრეობა.’’
http://www.festivalportogruaro.it/sabato-25-agosto-basiani-ensemble/
ცხოვრება მართლაც რომ მოულოდნელობებითაა სავსე. წლების წინ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ემიგრანტი ვიქნებოდი იტალიაში და რომში მომიწევდა ცხოვრება და თანაც ფრანგ გოგონასთან ერთად ერთჭერქვეშ. მარლინი საფრანგეთიდან იტალიაში ჩამოვიდა სასწავლებლად, წინაპრები იტალიელები ჰყავს,ასე რომ, ცოტა იტალიური იცოდა. ბინას ეძებდა და ჩვენ ქართველებმა შევიკედლეთ. როგორც დავინახე ჩემს შვილს მივამსგავსე და მაშინვე...
იტალიის ქალაქ ნაპოლში ემიგრანტები ნატო ცინაძე და სევდია შავერდოვა დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ რომ დამსაქმებელმა მათი უფლებები უხეშად დარღვია. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახში სადაც მუშაობდნენ და იყვნენ დასაქმებულები მოხდა ძარცვა და მათი უფლებების დარღვევაც სწორედ აქედან იწყება, როგორც ქართველი ქალბატონების ახლობელი ამბობს...
იტალიის სენატმა ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენის ნებართვას მხარი დაუჭირა, რადგან მან გასული წლის აგვისტოში მიგრანტების გემი იტალიაში არ მიიღო.
მაშინ 100-ზე მეტი მიგრანტი 19 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ესპანელების სამაშველო გემზე იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან. სენატმა სალვინისთვის საპარლამენტო...
კიდევ ერთი გარდაცვლილი და საგანგაშო მდგომარეობის ზღვარი იტალიაში - კორონავირუსის მსხვერპლი ამჯერად იტალიელი ადრიანო ტრევიზანია - ეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. იტალიური სააგენტო „ანსა“ ვენეტოს რეგიონის გუბერნატორის, ლუკა ძაიას განცხადებაზე დაყრდნობით ინფორმაციას ადასტურებს .
78 წლის ადრიანო ტრევიზანი პადუის საავადმყოფოში...
26 მაისს კვირას ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით კვლავ ევროკავშირის მომხრე პარტიები არიან უმრავლესობაში.
ევროპარლამენტში სულ 751 კანონმდებელია. ისინი მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავებაში და ევროკომისიის დამტკიციებაში. გარდა ამისა ევროპარლამენტი ირჩევს ევროკომისიის პრეზიდენტს და ამტკიცებს ევროკავშირის ბიუჯეტს.
2014 წლის არჩევნებთან შედარებით გაზრდილი მხარდაჭერა მიიღეს ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიებმა.
იტალიაში ნაციონალისტური პარტიები...
იტალიის ქალაქ ტრიესტეში სულ ახლახანს ქართული რესტორანი "თბილისი" გაიხსნა! ადგილობრივი გამოცემა ‘’Il piccolo’’ -მ რესტორანს და ქართულ სამზარეულოს ვრცელი სტატია მიუძღვნა.
იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 610 ადამიანი დაიღუპა. გამოვლენილია ინფიცირების 4204 ახალი შემთხვევა. სულ კი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 143 ათასს აღემატება, გარდაცვლილთა ოდენობა კი 18 279-ს შეადგენს.
იტალიაში კორონავირუსისგან განიკურნა 28 470 ადამიანი.

































