ესპანეთის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა. სასტიკი მდგომარეობაა zona Roja-ში შეყვანილ მადრიდში. კლინიკებში ადგილები აღარაა, მედპერსონალი პაციენტებს ვეღარ აუდის. ამიტომ, თვითონ წყვეტენ, ვინ შეიყვანონ საავადმყოფოში და ვის უმკურნალონ, ძირითადად ახალგაზრდებს ათავსებენ… კორონათი დაინფიცირებულებს ჰოლებში, შესასვლელებში, იატაკებზე ათავსებენ… ქვეყანას 1385 დაღუპული და 25,000 დაინფიცირებული ჰყავს..
გერმანიაში პოლიციამ თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში რეიდი ჩაატარა. საქმე ეხება გერმანიის სამხრეთში მდებარე ქალქელვანგენში მოქმედ თავშესაფარს, სადაც რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მიგრანტები ტოგოელი მამაკაცის დეპორტაციას აპროტესტებდნენ. შეტაკების დროს მათ პოლიციის მანქანები დააზიანეს. ვითარების ესკალციის თავიდან ასაცილებლად, პოლიცია იძულებული გახდა დაკავებული მამაკაცი გაეთავისუფლებინა. ელვანგენის თავშესაფარში 500 მიგრანტი ცხოვრობს. მათი უმეტესობა აფრიკის ქვეყნებიდანაა. ჩატარებული რეიდის შესახებ დეტალები პოლიციას...
იტალიის,საბერძნეთისა და საფრანგეთის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს ესპანეთის ხელისუფლებაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მოქალაქეებს მიმართავს, აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გავიდნენ. ქვეყანაში ფუნქციონირება შეწყვიტეს მუზეუმებმა, კულტურულმა ცენტრებმა, გაუქმდა სპორტული ღონისძიებები. რესტორნები და კაფეები კი მომხმარებლებს მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისს სთავაზობენ.
გენდერულად ყველაზე დაბალანსებული პარლამენტი ესპანეთმა აირჩია 2019 წლის აპრილში ესპანეთში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, 21 მაისს კი ახლად არჩეულმა პარლამენტმა ფიცი დადო. ქვეყნის ახალი პარლამენტის შემადგენლობაში ქალი დეპუტატების უპრეცედენტო დიდი რაოდენობა- 47% შევიდა, უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერ ევროპულ საკანონმდებლო ორგანოში. საერთო ჯამში, ქალებს 350-დან 165 საპარლამენტო მანდატი აქვთ. მსოფლიო ბანკის...
.. ძვირფასო მეგობრებო, 14 ივლისს ბარსელონაში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში, რომელშიც ქართველი სპორტსმენებიც იღებენ მონაწილეობას. ვუსურვოთ მათ წარმატება და ვუგულშემატკივროთ!!! თამაშები გაიმართება Piscones Bernat Picornel 🤽16 ივლისი, 15:30 საათზე საქართველო-უნგრეთი 🤽18 ივლისი, 12:30 საათზე საქართველო-გერმანია 🤽20 ივლისი, 15:30 საათზე საქართველო -იტალია ყველანი წყალბურთელების საგულშემატკივროდ!!!! - ნათქვამია ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. https://www.facebook.com/GeorgiaenBarcelona/videos/2181332075436606/
ესპანეთის მთავრობამ დამატებით, აფრიკის ქვეყნებიდან გაქცეული 60 მიგრანტი მიიღო. მიგრანტებით სავსე ნავი ქალაქ ვალენსიის ნაპირს გვიან ღამით მიადგა. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, კარმენ კალვომგანაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობა გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებთან ერთად მზად არიან აფრიკის ქვეყნებიდან გაქცეული მიგრანტები, რომლებიც დიქტატორული რეჟიმის ან საომარი მოქმედებების მსხვერპლად იქცნენ, თავშესაფრით უზრუნველყონ. ესპანეთის მემარცხენე მთავრობამ ბოლო სამ თვეში 800-მდე მიგრანტი...
 ესპანეთის ახლადარჩეულმა პრემიერმა პედრო სანჩესმა ევროპა პრესთან ინტერვიუში იმიგრაციის, დასაქმების და პენსიონერთა სამედიცინო საკითხებზე რეფორმები დაანონსა. ახალგაზრდა ესპანელმა ლიდერმა განაცხადა რომ მისი სურვილია, ამჟამად ესპანეთის ტერიტორიაზე მყოფი არალეგალი მიგრანტებისთვის გაიცეს ნებართვები,რათა მათ ლეგალურად დასაქმება შეძლონ. პედრო სანჩესი რეფორმების გატარების აუციელბლობას ხედავს ასევე ქალისა და მამაკაცის ანაზღაურების გასათანაბრებლად : "გპირდებით, რომ...
ინტერვიუ leeza-სთან ახალგაზრდა ქართველი სოლო მომღერალი და ასევე ბენდის double face -ს წევრი.ახალგაზრადა ქართველი მომღერალი აქტიური მოღვაწეა აქვს საკუთარი ნამუშევრები და ქოვერები.ამჟამად leeza  ესპანეთში იმყოფება და ესპანური  new voice -ში შემდეგ ეტაპზე გადასვლას ცდილობს. https://www.youtube.com/watch?v=nkZ28f7y7Uc -როგორ მოხვდით ესპანეთში? - ესპამეთში ბოლო ოთხი წლის მანძილზე რამოდენიმეჯერ ჩავედით და მოგვიხდა ქართულ დიასპორასთან კონცერტის გამართვა ,ქართველებისთვის და არა...
როგორ მოვიპოვოთ ესპანეთში, ცხოვრების და მუშაობის უფლება. რჩევები ემიგრანტისგან გიორგი ქართველი რომელიც წლებია ესპანეთში ცხოვრობს წარმოგვიდგენს  რას საფრთხეები და სირთულეები არის გადასალახი იმისთვის რომ ლეგალურად იცხოვროთ და იმუშაოთ ესპანეთში:  
ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბარსელონის ერთ-ერთი სკოლის შენობიდან გუშინ გამოსახლებული ქართველი ოჯახები მოლაპარაკებების შემდეგ ჰოსტელში მხოლოდ ერთი დღით დატოვეს. ისინი ესპანეთში თავშესაფრის მიღებას ითხოვენ. საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს კონსული ბარსელონაში. არ არის გამორიცხული, საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ქვეყნის დატოვება აიძულონ. „მოხდა გამოსახლება, როგორც მოქალაქეები ამბობენ, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. შეხვედრა...