გენდერულად ყველაზე დაბალანსებული პარლამენტი ესპანეთმა აირჩია

0
974
ენდერულად ყველაზე დაბალანსებული პარლამენტი ესპანეთმა აირჩია 2019 წლის აპრილში ესპანეთში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, 21 მაისს კი ახლად არჩეულმა პარლამენტმა ფიცი დადო. ქვეყნის ახალი პარლამენტის შემადგენლობაში ქალი დეპუტატების უპრეცედენტო დიდი რაოდენობა- 47% შევიდა, უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერ ევროპულ საკანონმდებლო ორგანოში.
საერთო ჯამში, ქალებს 350-დან 165 საპარლამენტო მანდატი აქვთ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით ესპანეთს მსოფლიოში მხოლოდ რუანდა, კუბა, ბოლივია და მექსიკა უსწრებენ. არჩევნებში გამარჯვება სოციალისტურმა პარტიამ მოიპოვა, თუმცა არა უმრავლესობით. პარტია და მისი ლიდერი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პედრო სანჩესი დიდი ხნის განმავლობაში გამოდიან პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მოთხოვნით. სანჩესი გახდა პირველი პრემიერი ევროპაში, რომლის მინისტრთა კაბინეტში 17 პოსტიდან 11 ქალებმა დაიკავეს. ესპანეთის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა განაპირობა 2007 წელს მიღებულმა კანონმა გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც პარტიულ სიებში ქალების არანაკლებ 40% უნდა იყოს.
ავტორი:ჟანა მეგრელიშვილი