2017 წლის 9-10 დეკემბერს იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსული თამთა რჩეულიშვილი და ვიცე-კონსული სოფიკო ქოჩქიანი მივლინებულნი იქნენ ქ. ფლორენციაში, რომლის ფარგლებშიც ესტუმრნენ კულტურული ასოციაცია "ჟალეთის" მიერ დაარსებულ ქართულ საკვირაო სკოლას ქ. ემპოლიში. კონსული და ვიცე-კონსული გაესაუბრნენ მოსწავლეების მშობლებსა და სკოლის ხელძღვანელებს, უპასუხეს მათ კითხვებს და გაუწიეს საკონსულო მომსახურება. საელჩოს წარმომადგენლები...
ანკარის მუსიკის ფესტივალისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ ანკარაში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტმა წარმატებით ჩაიარა. კონცერტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა, მიღება და ქართული ღვინის დეგუსტაცია (vin d’honneur). კონცერტს დაესწრნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი...
თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე სამიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს. მისი თქმით, ნორმა რომელიც დღეს მოქმედებს, ვერ იცავს ქვეყანას სამიგრაციო "კარუსელისგან". საუბარია ერთწლიანი ბინადრობის ნებართვებზე, რომელსაც უცხოეთის მოქალაქეები იღებენ იმ წინაპირობით თუ საქართველოში შეიძენენ $35,000 ღირებულების უძრავ ქონებას. კალაძის თქმით, ეს მოთხოვნა $100,000-მდე უნდა გაიზარდოს. "არსებული კანონმდებლობით,...
 . დიასპორა როგორც  საერთაშორისო ტერმინი ბერძნული ენიდან მოდის და გაბნევას აღნიშნავს. ქართული დიასპორის ტერიტორიალურ განფენას თუ შევხედავთ სიტყვა დიასპორა მართალაც ზუსტად გამოხატავს 90 -იან წლებში დაწყებული მიგრაციული პროცესის  შედეგაც მთელს მსოფლიოში გაბნეულ საქართველოს მოქალაქეთა  ახალ საცხოვრისებს.   სამშობლოდან არაორგანიზებული და მხოლოდ ფულადი რესურსების მოპოვებაზე ორიენტირებული მიგრანტებისგან დროთა განმავლობაში რეალობაა  თანდათან  თვითორგანიზებული...
ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს კრეატიული ხელმძღვანელისა და ურბანული ბრენდის, Vetements-ის დამფუძნებლის, ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ გამოშვებული „კროქსები“ 850 დოლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე უშნო ფეხსაცმლად მიჩნეული "კროქსები", რომლის პლატფორმის სიმაღლე 10 სანტიმეტრია, ბაზარზე გამოსვლამდე სრულად გაიყიდა. კერძოდ, როგორც harpersbazaar-ი წერს, Balenciaga-ს ფეხსაცმლის წინასწარი შეკვეთები 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო, თუმცა,...
გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება წევრმა ქვეყნებმა დაგმეს. გაერო-ს უშიშროების სხდომა რვა ქვეყნის ინიციატივით მოიწვიეს, სადაც აშშ-ის გარდა დანარჩენი 14 სახელმწიფო შეთანხმდა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება უნილატერალური, ცალმხრივი გადაწყვეტილებაა და გაერო-ს წესდებას ეწინააღმდეგება. გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში მეთიუ რიკროფტმა განაცხადა, რომ გაერო...
დღე სიკეთისა და ბედნიერების.. არ ვიცი აზრები როგორ დავალაგო და გადმოვცე რისი თქმაც მინდა..ყველამ იცის რომ ხშირად გვიხდება შემწეობის თხოვნა ადამიანების დასახმარებლად( რაც უბადლოდ გამოსდის ათენის ემიგრაციას).მაგრამ თუ ვიცოდებთ დასახმარებელ ადამიანს უნდა შევიცოდოთ მოწყალების გამცემნიც .რადგან არის შემთხვევები როდესაც თვეში ძალიან ბევრჯერ გვიწევს თხოვა დახმარების..უბრალოდ ვეძებ...
ევროკომისიის პრესსპიკერმა ჟან-კლოდ იუნკერის თბილისში ვიზიტის ამსახველ ფოტოები გამოაქვეყნა. Twitter-ის გვერდზე ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს გულითადი დახვედრა მოუწყვეს. ხვალ ჟან-კლოდ იუნკერი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. https://twitter.com/MargSchinas/status/1000023006599630848 1tv.ge
თურქეთის ქალაქ იზმირში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ "მილიეტი" თურქეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.პოლიციის ინფორმაციით, 32 წლის ი.ნ.-მ და 43 წლის პ.ქ.- მ ქალაქ სამსუნში ოთხი სახლი გაქურდეს და 15 ათასი თურქული ლირა, ოქროულობა, ორი პორტატული პერსონალური კომპიუტერი და დიდი რაოდენობით მაჯის საათები წაიღეს. საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირება სათვალთვალო...
ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 637 საარჩევნო უბნისთვის გამოცხადდა საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსები. მისივე თქმით, ჯამში, კონკურსები გამოცხადდა 21 822 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს,...