NDI -გამოკითხული მოქალაქეების აზრით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის სამხედრო აგრესია წარმოადგენს “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის სამხედრო აგრესია წარმოადგენს. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 31%. გამოკითხულთა 11%-ი მთავარ საფრთხედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას მიიჩნევს, 10% კი – რუსულ პროპაგანდას. ტერორიზმს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ გამოკითხულთა მხოლოდ 4%-ს მიიჩნევს. რაც შეეხება მოსაზრებას, რა დაეხმარება საქართველოს ყველაზე მეტად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში, 28 % -ი ნატო-ში გაწევრიანებას ასახელებს, 11% კი – ევროკავშირში გაწევრიანებას. ძლიერი ლიდერი, რომელიც ერთპიროვნულად მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას – გამოკითხულთა 11%-ის მოსაზრებით არის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების წინაპირობა. დემოკრატიის გაძლიერებას 6%-ი მიიჩნევს გამოსავლად; ხოლო 9%-ი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების წინაპირობა. NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.
ავტორი :ჟანა მეგრელიშვილი