უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაცია

0
830

ვლადიმერ ზელენსკი – დღეიდან თითოეული ჩვენგანი იღებს პასუხისმგებლობას იმ უკრაინაზე, რომელსაც ჩენ შვილებს დავუტოვებთ დღეიდან თითოეული ჩვენგანი იღებს პასუხისმგებლობას იმ უკრაინაზე, რომელსაც ჩვენ შვილებს დავუტოვებთ, – ამის შესახებ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ინაუგურაციაზე განაცხადა. „საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩემმა 6 წლის შვილმა თქვა: „მამა, ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ზელენსკი პრეზიდენტია. გამოდის, რომ მეც პრეზიდენტი ვარ?“ ეს მაშინ გაისმა, როგორც ბავშვის ხუმრობა, თუმცა, მე შემდეგ მიხვდი, რომ ეს სინამდვილეა, რადგან ყველა ჩვენგანი არის პრეზიდენტი. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველას საერთო გამარჯვება და ჩვენი საერთო შანსია. დღეიდან თითოეული ჩვენგანი იღებს პასუხისმგებლობას იმ უკრაინაზე, რომელსაც ჩენ შვილებს დავუტოვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ, მისივე თქმით, უკრაინელებლს აქვთ საერთო ტკივილი – დონბასი. „ყოველ დღე ვკარგავთ თითეულ ჩვენგანს იქ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დონბასში ცეცხლის შეწყვეტა. ხშირად მეკითხებოდნენ, ცეცხლის შეწყვეტისთვის რაზე ხართ წამსვლელი. მინდა დაგარწმუნოთ, იმისათვის, რომ ჩვენი გმირები აღარ დაიღუპონ, მე ყველაფერისთვის მზად ვარ. მე ნამდვილად არ მეშინია მივიღო რთული გადაწყვეტილებები. მზად ვარ დავკარგო პოპულარობა და რეიტინგი და თუ საჭირო გახდება, ასევე პოსტი, ოღონდ იყოს მშვიდობა. უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამთავროთ. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ დიალოგის დასაწყისი იქნება უკრაინელი ტყვეების დაბრუნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ავტორი :ჟანა მეგრელიშვილი