თავშესაფრის მაძიებლობა ევროპაში და გასათვალისწინებელი რისკები.

0
13016

ევროპაში მესამე ქვეყნის მოქალაქეს თავშესაფარში იფარებენ ანუ სახელმწიფო მფარველობას სამი მოტივით გასცემენ  პირველი ესაა ლტოლვილის სტატუსი, მეორე სუბსიდიური მფარველობა, ხოლო მესამე ფაქტორი მოქალაქეობის არ ქონა.

პირველი : ლტოლვილის სტატუსი მიენიჭება ნებისმიერ პირს, რომელიც საფუძვლიანი შიშის გამო შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამოისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

მეორე: სუბსიდიური მფარველობა მიენიჭება ნებისმიერ პირს ვინც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და ვისთვისაც არსებობს სერიოზული დამაჯერებელი მიზეზები, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში : ა) მას ელის სიკვდილით დასჯა ; ბ) მას ელის ტანჯვა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ; გ) მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე შიდა ან საერთაშორისო კონფლიქტის ფონზე.

მესამე:  მოქალაქეობის არ ქონა, რომელიც ნიშნავს რომ თავშესაფრის მაძიებელი არ ფლობს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობას. თავშესაფრის მთხოვნელს სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ქვეყანაში არალეგალურადაა შემოსული, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი! 2003 წლიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის პირველი ერთობლივი მონაცემთა ბაზა, ეგრეთწოდებული ,, ევროდაკი,, რომელის ცენტრალური კომპიუტერი ბრიუსელშია და ევროპის კომისიის მართველობაშია. სწორედ ამ ბაზაში იყრის თავს ევროპის საზღვრების გადმომკვეთთა, 14 წლის ზევით თავშესაფრის მაძიებელთა თითის ანაბეჭდები.

ევროდაკი აადვილებს და ამარტივებს სტატუსის მიღებას, გამორიცხავს დუბლიკატებს (ქართველები ხშირად რამდენიმე ქვეყანაში ერთად აკეთებდნენ განაცხადს და იღებდნენ ამ ქვეყნების სოციალურ პაკეტებს), თუმცა ადვილი მისახვედრია, რომ სისტემა ემსახურება გამარტივებულ კონტროლს. ხშირად თავშესაფრის მაძიებელი პირები კვეთდნენ იმ ქვეყნების საზღვრებს, სადაც უფრო ადვილი იყო შეღწევა, ხოლო თავშესაფარს ითხოვდნენ იმ ქვეყნებში სადაც უკეთესი პირობები ელოდათ. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ თავშესაფრის მაძიებელი პირის საქმეს განიხილავს ის ქვეყანა,სადაც პირველად გადმოკვეთავს საზღვარს. (დუბლინის პროცედურა).  მაგალითად, ქართველები, ვინც იტალიის გავლით შევიდნენ საფრანგეთში, თავშესაფრის თხოვნის შემთხვევაში დეპორტით იგზავნებიან უკან, იტალიაში. ამ პროცედურას გადის ნებისმიერი თავშესაფრის მაძიებელი პირი და რადგან დღევანდელი მონაცემებით, საქართველო არ შედის იმ ქვეყნების ჩამონათვალში სადაც გეოპოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა მსგავს საფრთხეებს ქმნის, თითქმის შეუძლებელია სტატუსის მიღება ევროპის ქვეყნებში  ( ცალკე თემაა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა). რადგან ევროპაში მასიურად შემოსული ემიგრანტების დიდ ნაწილს არ აქვს სწორი ინფორმაცია, ადვოკატები, გაიძვერა ადვოკატები სწორედ ამ საქმით ითბობენ ხელს და დაბნეულ ადამიანებს სთავაზობენ მარტივ გზას – ლტოლვილის სტატუსს, ისინი ორიენტირებულნი არიან გრძელვადიანი, გადამხდელი კლიენტების ხელში ჩაგდებაზე. ეს პროცედურა თვეები და შესაძლებელია წლებიც კი მიმდინარეობს, გადის რამდენიმე ინსტანციას და ბოლს თავშესაფრის მაძიებელს უწევს კომისიის წინაშე თავის წარგენა. წლების წინ ეს პროცედურა ბევრად მარტივი და ადვილი იყო, ახლა რადიკალურად შეცვლილი და ბევრად დახვეწილია.

ინტერვიუს დროს, კომისაში კომპეტენტური პირები სხედან და ნურავინ მოიტყუებთ თავს, რომ 1500 – 3000 ევრომდე ( ამ თანხას ახდევინებენ ადვოკატები თავის კლიენტებს, გაყავით და გაამრავლეთ, რა მივა თითოეულ მათგანამდე, ალბათ 3 ან 4 დღის ხელფასის ნაწილი) თანხაში ეს ადამიანები საფრთხის ქვეშ დააყენებენ საკუთარ სტატუსს და რეპუტაციას. განაცხადის შეტანიდან ერთ კვირაში, ადვოკატი მოგიტანთ ფურცელს, რომელიც არ ნიშნავს თანხმობას, ეს არის მხოლოდ დროებითი საბუთი, სადაც მითითებულია, რომ მიმდინარეობს თქვენი საქმის განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე თქვენ ვერავინ გაგადეპორტებთ. ხშირად, ადვოკატები დროს იგებენ და ინტერვიუს წელავენ, იგონებენ მიზეზებს, ამით კლიენტს უბრალოდ უხანგრძლივებენ დროებით ყოფნის უფლებას. როგორ დასრულდება ამბავი მხოლოდ ინტერვიუს შემდეგ გაიგებთ! პროცენტულად უარის შანსი იმდენად მაღალია, ცდადაც არ ღირს! ნუ ენდობით თაღლითებს!

ავტორი : თეონა კასარელი.