კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის საოლქო სასამართლომ 57 წლის ქართველ მამაკაცს თებერვალში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით რვადღინი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გამოცემა Cyprus Mail-ი წერს. 47 წლის ერნესტო ლეონიდესი, რომელიც რუსული კრიმინალური ქსელის ადგილობრივი კოორდინატორი იყო, ლიმასოლში თებერვალში მოკლეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეჭვმიტანილის ექსტრადირება ბულგარეთიდან განხორციელდა, სადაც ის ერთი თვის წინ დააკავეს,...
საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქალაქ ვოლოსის ტერიტორიაზე სპეც ოპერაციის შედეგად უნებართვოდ სექსუალური მომსახურეობის ფაქტზე, 36 წლის საქართველოს მოქალაქე ქალბატონი დააკავეს.  როგორც პოლიცია იტყობინება იგი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში მსგავსი კანონდარღვევის ფაქტზე რიგით მეოთხე დაკავებულია. კანონდამრღვევები სპეციალურად შექმნილი ინტერნეტ საიტის საშუალებით 100 ევროს სანაცვლოდ მამაკაცებს სექსუალური მომსახურეობის გასაწევად ვოლოსის...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 8 თებერვალს ავღანეთს ესტუმრა, სადაც ნატოს მისიაში მომსახურე ქართველ სამხედროებს, ასევე ავღანეთის ხელმძღვანელობას შეხვდა. „ვამაყობ ჩვენი ქართველი ჯარისკაცებით, რომელთაც ნატოს კოალიციის მხარდამხარ საკუთარი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოებაში ავღანეთში“, – დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა ქართველ სამხედროებს მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დაღუპულ ჯარისკაცებს...
საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობისა და თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. კანონპროექტის მიხედვით, არალეგალი მიგრანტების დაკავების პერიოდი, რომელიც ამჟამად 45 დღეს შეადგენს, 90 დღემდე იზრდება. ასევე მცირდება თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის ვადები, ხოლო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ერთწლიანი პატიმრობისა და ჯარიმების შემოღება იგეგმება. მთავრობაში აცხადებენ, რომ...
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს მიგრანტების ოჯახის წევრთა დაშორებას საზღვარზე. სავარაუდოდ, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო დაკავებული მშობლები შესაბამის დაწესებულებაში შვილებთან ერთად იქნებიან. „ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოება გვინდა. ამავდროულად კოპრომისზე მივდივართ, რადგან არ გვინდა ოჯახის წევრები ერთმანეთს დავაშოროთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.  ბოლო პერიოდში, აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთისას სამეურვეო ორგანოებს 2000-ზე მეტი ბავშვი გადაეცა. ფაქტმა უფლებადამცველებისა და...
"ვთხოვე საქართველოს ხელისუფლებას, ვიდრე ამ ტექნოლოგიას ამერიკა წაიღებს, იქნებ დანერგოთ კანონი, რაც ექსპერიმენტების დაფინანსებისა და ადამიანებზე - მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებზე მისი ჩატარების საშუალებას მოგვცემს-მეთქი" ვიდრე სამეცნიერო ცხოვრების გზას აირჩევდნენ და ამერიკაში დასახლდებოდნენ, მათი ერთობლივი ცხოვრება და დიდი სიყვარული სოხუმიდან დაიწყო - ქალაქიდან, რომელიც სასტიკმა ომმა ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელ ნატვრად...
საზღვარგარეთ მოღაწე ქართველი ჟურნალისტი ნათია აბრამია „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში მიმდინარე ღონისძიებას ეხმაურება: „იმ კაცებს თანავუგრძნობ, ვისაც უნდათ რომ მათი შვილები არ გაირყვნან, მშვიდი და ლამაზი ბავშვობა შეირგონ, არ დამახინჯდნენ და არ დატრავმირდნენ. ბედნიერებაა როცა მამა ასე ზრუნავს შვილზე. ბავშვი მაშინ იღებს ტრავმას, როცა მამა ყვირის, კარებს აბრახუნებს, მაგიდაზე...
„საქართველოს სურს გახდეს რეგიონული ცენტრი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში“ - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული ვრცელი რეპორტაჟი ევრონიუსის ვებგვერდზე, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ეძღვნება. ევრონიუსის ჟურნალისტი გალინა პოლონსკაია სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისში და აქტიურად აშუქებდა აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. მის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩაწერილია საქართველოს პრემიერ მინისტრის, მთავრობის...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა წარადგინა. ვიქტორ დოლიძე 2016 წლიდან  დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.  იგი  გახლავთ კარიერული დიპლომატი და 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ...
მომავალი საპენსიო რეფორმა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევამდე, საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობის პერიოდში, პენსიის სავალდებულო დაგროვებას მოიაზრებს… რეფორმის პროექტი ემიგრანტების მიერ პენსიის სავალდებულო დაგროვებას არ მოიცავს, რადგან ემიგრანტები საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწევიან თავიანთ საქმიანობას, მათი შემოსავლის დაბეგვრა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული,საყურადღებოა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მათ უფლება აქვთ...