2018 წლის, 26 აპრილს, პოლონეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, ვარშავის უნივერსიტეტის მოხალისეთა ცენტრში, ქედი-ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის მხადაჭერით და პოლონურ – ამერიკული თავისუფლების ფონდის RITA პროგრამის დაფინანსებით ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ქართული დამწერლობის ვორკშოპი, ღონისძიება აგრეთვე ეძღვნებოდა საქართველოს 100 წლის იუბილეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან.
ვორკშოპი ჩატარდა ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით და ორგანიზებით, ვორკშოპს უძღვებოდა გვანცა თვალიაშვილი.
ძირითადი აუდიტორია იყო ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ვორკშოპის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ქართული ენის ისტორიას, ისწავლეს როგორ დაწერონ ქართული ასო-ბგერები და მიიღეს მონაწილეობა კონკურში “საუკეთესო ხელნაწერი”, სადაც გამოვლინდა და დაჯილდოვდა 3 გამარჯვებული წიგნებით საქართველოს თემაზე.
წყარო : ქართული ემიგრაციის და დიასპორის ინსტიტუტი GEDI .
Tamar Manjavidze, ქედი პოლონეთის სახელით მადლობას ვუხდი გვანცას. ნამდვილად საამაყოა ჩვენთვის ასეთი პროფესიონალი, ენერგიული და პოზიტიური კადრი.