საქართველოს ბერძენთა ფედერაციის ახალ თავმჯდომარედ ოდისეი დიმიტრიადი აირჩიეს. იგი ცნობილი დირიჟორის შთამომავალი და მოსახელეა
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!
,,ამიერიდან შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღმერთის მიერ" (გალ.4,7).
ახლა, ამ ღამეს, მთელ კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს კვლავ...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს და გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეებს The Voice of Germany -ის ქართველი მონაწილის ნათია თოდუას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს: ,, მეგობრებო, მხარი დავუჭიროთ უნიჭიერეს ახალგაზრდა მომღერალს , გერმანიაში ქართული დიასპორის ვარსკვლავს ნათია თოდუას, რომელმაც უკვე აალაპარაკა მთელი გერმანია და მუსიკალური...
მომღერალი ბუბა კიკაბიძემ რუსულ Deutsche Welle-ს ინტერვიუ მისცა და რუსეთის ხელისუფლება მკაცრად ჰააკრიტიკა. სახალხო არტისტმა, გამოცემასთან განმარტა თუ რატომ არ ჩასულა რუსეთში 2008 წლის ომის შემდეგ.
“ერთერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ რუსეთში წავალ, თუ ეს „კალათბურთელები“ წავლენ პოლიტიკიდან, ვგულისხმობ პუტინს და მედვედევს.
მე მზად ვარ, წავიდე რუსეთში, იმიტომ, რომ რუსეთი ძალიან მიყვარს....
ლონდონთან ახლოს, სევენოუკსში, ოლივერ და მარჯორი უორდროპის საფლავზე გაიხსნა მოქანდაკე - ჯუმბერ ჯიქიას შესრულებული ორენოვანი სამადლობელი გრაგნილი: ,,ოლივერ და მარჯორი უორდროპებს მადლიერი ქართველი ხალხისაგან"- წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი პუბლიცისტი და მემორიალის გახსნის ინიციატორ ფრიდონი საყვარელიძე.
მემორიალი ეძღვნება ოლივერ და მარჯორი უორდროპებს, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი...
საფრანგეთის დედაქალაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნეს.
1922 წელს დაარსებული საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ინიციატივით და ემიგრანტების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიება ტრიუმფალურ თაღთან გაიმართა.
მასში მონაწილეობდა საფრანგეთის პოლიციის ორკესტრი, რომელმაც საფრანგეთის და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
https://www.youtube.com/watch?v=arCHAr3wwHE
17 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, სოფლებში გოჩა-ჯიხაიშსა და ივანდიდში მცხოვრებ სამ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის სასკოლო და ბაღის ასაკის 12 ბავშვს სასკოლო ჩანთები და საჭირო ნივთები მიუტანა.ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმა და განხორციელდა, საქველმოქმედო საჩუქრების...
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 9-10 დეკემბერს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირები მივლინებულნი არიან ქ. ფლორენციაში. მოქალაქეთა მრავალრიცხოვნებიდან გამომდინარე გამოყოფილი იქნა ნახევარი დღე მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების გაწევის მიზნით. მოქალაქეთა მიღება იწარმოებს კვირა დღეს - 10 დეკემბერს, 14:00-17:00 სთ-ებში, შემდეგ მისამართზე: Via dei Serragli N 102, Firenze
გაცნობებთ, რომ შესაძლებელი იქნება...
.
ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტის თანახმად, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
რეზოლუციის პროექტში წერია, რომ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება არის ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ძირითადი პრინციპი. საქართველოს კონფლიქტის მოგვარება არსებითია ევროპულ კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
კონფლიქტები და საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისათვის. ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს...
როცა საუბრობთ ემიგრანტებზე, კეთილი ინებეთ და ისაუბრეთ მათი სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებზე,საქმიან წინადადებებზე ან ამ პროცესის დაწყებამდე ისაუბრეთ ამ ადამიანებისთვის მიმღებ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების ეროვნული მექანიზმების ამოქმედების ფორმირებაზე... თუ არც ერთზე არ შეგიძლიათ საუბარი და თუ მეტი უბრალოდ არ შეგიძლიათ, ისწავლეთ, გვკითხეთ და მანამდე გაჩუმდით ! ემიგრაციაში მიდიან იმისთვის, რომ ძალიან...

































