იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იტალიაში. ქალაქ მარტინა ფრანკაში 20 წლის საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა გოგონამ იტალელი მოხუცი გაძარცვა . აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი სტრუქტურის მიერაც დასტურდება, აღნიშნული ფაქტი ტარანტოს პროვინციაში, ქალაქ მარკინა ფრანკაში მოხდა. სწორედ ამ ქალაქშია დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეც.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 20 წლის გოგომ ის მოხუცი გაქურდა,...
სკოლა სადაც ემიგრანტების შეურაცმყოფელი პედაგოგი მუშაობს ემიგრანტებს ბოდიშს უხდის. აღნიშნული ინფორმაცია DIASPORA.GE-ს იტალიაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ ნათია გოგსაძემ დაგვიდასტურა, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა.
როგორც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, ზესტაფონის სკოლა ,,ორნატში" სადაც სოფო აბესაძე პედაგოგის ადგილს იკავებს დირექცია და ადმინისტრაცია მომხდარს ინიცდენტს უწოდებს...
საზღვარგარეთ მოღაწე ქართველი ჟურნალისტი ნათია აბრამია „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში მიმდინარე ღონისძიებას ეხმაურება:
„იმ კაცებს თანავუგრძნობ, ვისაც უნდათ რომ მათი შვილები არ გაირყვნან, მშვიდი და ლამაზი ბავშვობა შეირგონ, არ დამახინჯდნენ და არ დატრავმირდნენ.
ბედნიერებაა როცა მამა ასე ზრუნავს შვილზე.
ბავშვი მაშინ იღებს ტრავმას, როცა მამა ყვირის, კარებს აბრახუნებს, მაგიდაზე...
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ გერმანულ ენაზე გამოიცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, წიგნს გერმანულად გამომცემლობა Hanser Literaturverlag-ი გამოსცემს. მის თარგმანზე კი სუზანა კიმი და ნიკოლოზ ლომთაძე იმუშავებენ.
გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „სამოსელი პირველი“ არის თავგადასავლის მაძიებელ დომენიკოზე, რომელზეც ძლიერ იმოქმედა...
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდმა” (MDF) 2017 წელს ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად, 1 967 ანტიდასავლური გზავნილი გამოავლინა, რომელთა უმეტესობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებზე „პოლარიზაციის გაზრდას ისახავს მიზნად”.
ორგანიზაცია გასულ წელს 17 მედიასაშუალებას დააკვირდა და ექვსი ტელევიზიის, შვიდი ონლაინ და ოთხი ბეჭდვური მედიის ერთწლიანი მონიტორინგის ანგარიში 14 მაისს გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, 2015-2016 წლებისგან განსხვავებით,...
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, ხოლო პასპორტებს ფასდაკლებით − 50 დოლარად. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამი თვის განმავლობაში შეძლებენ, ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი ორი თვის განმავლობაში შენარჩუნდება. აქცია არ ითვალისწინებს...
პოლიცია გააკეთებს მაქსიმუმს, რომ დაიცვას გამოხატვის უფლება და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მე მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეს, ამ წუთში შეკრებილი არიან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დღეს მთელი დღე და გუშინ პოლიცია აკეთებდა მაქსიმუმს, რათა...
კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის საოლქო სასამართლომ 57 წლის ქართველ მამაკაცს თებერვალში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით რვადღინი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გამოცემა Cyprus Mail-ი წერს.
47 წლის ერნესტო ლეონიდესი, რომელიც რუსული კრიმინალური ქსელის ადგილობრივი კოორდინატორი იყო, ლიმასოლში თებერვალში მოკლეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეჭვმიტანილის ექსტრადირება ბულგარეთიდან განხორციელდა, სადაც ის ერთი თვის წინ დააკავეს,...
სომხეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პრემიერად დამტკიცების შემდგომ სომხეთის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა . სომხეთის ახალმა პრემიერმა სომხური დიასპორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დიასპორების მინისტრი შეცვალა, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორების ახალ მინისტრად სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ფრაქცია „ელქის“ წევრის მხითარ ჰაირაპეტიანის დანიშვნის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
წინა ხელისუფლების მიმართა უკმაყოფილებას სომხური დიასპორა ღიად გამოხატავდა, საჯაროდ და...