დღეს იტალიის ქალაქ ბარიში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა. რომლის გახსნის ცერემონიასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორებთან ურთიერთობების დეპარტანეტის დირექტორი რატი ბრეგაძეც დაესწრო. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოლის გახსნის შემდგომ განაცხადა რომ: ,, გმირობაა, რასაც აკეთებს თითოეული მშობელი, რომელიც მძიმე სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ახერხებს, რომ მათმა შვილებმა ქართულად ისაუბრონ და ქართული ისწავლონ....
ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს კრეატიული ხელმძღვანელისა და ურბანული ბრენდის, Vetements-ის დამფუძნებლის, ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ გამოშვებული „კროქსები“ 850 დოლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე უშნო ფეხსაცმლად მიჩნეული "კროქსები", რომლის პლატფორმის სიმაღლე 10 სანტიმეტრია, ბაზარზე გამოსვლამდე სრულად გაიყიდა.
კერძოდ, როგორც harpersbazaar-ი წერს, Balenciaga-ს ფეხსაცმლის წინასწარი შეკვეთები 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო, თუმცა,...
81 წლის სილვიო ბერლუსკონიმ პირობა დადო, რომ იტალიიდან 600,000 უკანონო მიგრანტის დეპორტაცია მოხდება, თუ მისი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია 4 მარტის არჩევნების შედეგად მთავრობაში მოვა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მიგრაცია არის "სოციალური ბომბი, რომელიც მზად არის აფეთქდეს იტალიაში".
"საემიგრაციო საკითხი აქტუალური გახდა, რადგან წლების განმავლობაში ქვეყანას მემარცხენე მთავრობა მართავს, რის გამოც...
თურქეთის ქალაქ იზმირში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ "მილიეტი" თურქეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.პოლიციის ინფორმაციით, 32 წლის ი.ნ.-მ და 43 წლის პ.ქ.- მ ქალაქ სამსუნში ოთხი სახლი გაქურდეს და 15 ათასი თურქული ლირა, ოქროულობა, ორი პორტატული პერსონალური კომპიუტერი და დიდი რაოდენობით მაჯის საათები წაიღეს.
საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირება სათვალთვალო...
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანაშემწე იგიტ ბულუტისაბერძნეთის ხელისუფლების წევრებს ხელ-ფეხის მოტეხვით დაემუქრა.
„საბერძნეთის ხელისუფლების წევრები, რომლებიც ეგეოსის ზღვაში სადავო კუნძულებზე ფეხს დადგამენ, თურქეთის რისხვას მიიღებენ და ეს იქნება უფრო მასშტაბური, ვიდრე აფრინში მიმდინარე მოვლენები. ხელ-ფეხს მოვამტვრევთსაბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ან ნებისმიერ სხვა მინისტრს, რომელიც გაბედავს და იმიას კუნძულზე ფეხს დადგამს“, – განაცხადა იგიტ ბულუტმათურქულ ტელეკომპანია TRT-სთანსაუბრისას.
თურქი პოლიტიკოსის მუქარას უკვე გამოეხმაურა საბერძნეთის ხელისუფლება. საბერძნეთის საგარეო...
თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
არსებული ინფორმაციით, ჯ. ხ. სტამბოლში, სისლის რაიონში ცხოვრობდა. მან დაურეგისტრირებელი იარაღიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე ო. ა. და შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა წყვილს შორის კამათი.
თვითმხილველების ცნობით, მომხდარის დროს სახლში ქართველის...
დავით კანდელაკთან ერთად ამერიკელი მამაკაციც არის მოკლული
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ-ში მოკლული ქართველი ექიმის, დავით კანდელაკის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს საქართველო დაფარავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გუშინ მოკლულის ახლობლებმა წერილი გამოაქვეყნეს. მათი თქმით, ოჯახს ცხედრის გადმოსვენებისთვის თანხა არ აქვს და მხარდაჭერას ითხოვენ. წერილი სპეციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ინტერნეტ-მომხმარებლები თანხას აგროვებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს დაუკავშირდა...
2017 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 138.4 მლნ აშშ დოლარი, 361.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16.3 პროცენტით (19.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ...
კვიპროსის მთავრობის და კვიპროსის ეკლესიის მთავარეპისკოპოს ხრიზოსტომოს II-ის გადაწყვეტილებით საქართველოს, კვიპროსის რესპუბლიკაში სამონასტრო მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადმოეცა.
კვიპროსის რესპუბლიკაში, კვიპროსის ეკლესიისა და კვიპროსის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, საქართველოს 12 595 კვ.მ მიწის ფართობი უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადმოეცა, სადაც ევროპაში ყველაზე მასშტაბური ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება.
დიალოგი მხარეებს შორის აღნიშნული ქონების საქართველოს მხარისათვის საჩუქრად გადმოცემის თაობაზე...
საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საიმიგრაციო კანონის გამკაცრების გეგმის გამო უფლებადამცველები აკრიტიკებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მტკიცებით, საფრანეგთის მთავრობა მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას გეგმავს.
ვითარების განმუხტვის მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებით, პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი უფლებადამცველ ჯგუფებს შეხვდა და მათთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა. კანონპროექტს უახლოეს კვირებში პარლამენტს წარუდგენენ, სადაც ემანუელ მაკრონის პარტია უმრავლესობას ფლობს.
მემარცხენე...