ბარბარობას ძალიან ბევრ ოჯახში ლობიანების ცხობითა  და მეკვლეს მოლოდინით აღნიშნავენ. ბევრი ახალ წელს არ ელის  მეკვლეს ისე, როგორც ბარბარობას. რამდენად სწორია ეს ტრადიციები და როგორ უნდა აღვნიშნავდეთ ბარბარობას.  გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია): -...
მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს, ქ. კიევში, ორგანიზაცია „ქართული დიასპორის სახლის“ ორგანიზებით და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართება ქართული კულტურის დღეები და ქართული ღვინის ფესტივალი „KAKHETI FEST 2017”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინაში მოქმედი ქართული რესტორნები და ღვინის კომპანიები.ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ასევე კულტურული პროგრამაც. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.expoplaza.kiev.ua/ukr/news/1184
კანადაში ქ. ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს. კანადაში საქართველოს საელჩომ ოტავას ფეშენებელურ სასტუმროში „ფეარმონტ შატო ლორიე“ საზეიმო მიღება მოაწყო, რომელიც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა. მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ კანადის ხელისუფლების წევრები,პოლიტიკოსები,საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები,...
ა.წ. 14 დეკემბერს ხაიფას უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების“ (Child Development) საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სწავლების კურსის დაწყების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ხაიფას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. რონ რობინმა და “Vital Capital’-ის ფონდის დამფუძნებელმა, ეიტან სტრიბემ. აღსანიშნავია, რომ ისრაელური მხარის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ორი ქართველი სტუდენტი: ლიკა...
2017 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს საელჩოში ლონდონში მცხოვრები ქართველი მხატვრის ანა სტეინჰაუზ-კანდელაკის გამოფენა გაიმართა. გამოფენის სახელწოდებაა  „სახლში, სამშობლოდან შორს“ და მასზე ძირითადად წარმოდგენილია ბრიტანეთში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ემიგრანტების პორტრეტები. საღამოზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და საზოგადოებას თავად მხატვარი წარუდგინა, რომელმაც თავისი შემოქმედებისა და კონკრეტულად...
9 დეკემბერს, ქ. კაუნასში, საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლში გაიხსნა ქართველი მხატვრის ეკა ხუნწარიას პერსონალური გამოფენა. გამოფენის გახსნაზე მოსულ სტუმრებს ქართველმა მხატვარმა გააცნო თავისი შემოქმედება, აბრეშუმზე ხატვის სპეციფიკა და ტრადიციები. გამოფენა მომზადებულია ქართული მოტივებით და მასში წარმოდგენილია ბატიკის ტექნიკით აბრეშუმზე შექმნილი ნამუშევრები. გამოფენის კურატორია ტექსტილის სამხატვრო სტუდია "SILKROOM” - “აბრეშუმის ოთახი”,...
დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ ოდენსეში, ჰანს კრისტიან ანდერსენის სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადასცა ჰანს კრისტიან ანდერსენის ილუსტრირებული ზღაპრების კრებული ქართულ ენაზე. ახალი ქართული გამოცემა მუზეუმის ბიბლიოთეკაში 140 სხვადასხვა ენაზე თარგმნილი ზღაპრების კოლექციას შეემატება. აღსანიშნავია, რომ 6 დეკემბერს დანიის ქალაქ ოდენსეში ჰანს კრისტიან ანდერსენისათვის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭების 150 წლისთავი აღინიშნებოდა.
ქალთა ორგანიზაცია "დეიზის" ორგანიზებით გაიმართება საშობაო-საახალწლო ზეიმი მიმდინარე წლის 16 დეკემბერს 14 საათზე საქართველოს საელჩოს შენობაში. ქალთა ორგანიზაციასთან არსებული ქართული საბავშვო ანსამბლი |"ფესვები" წარმოგიდგენთ საოცარ საახალწლო სანახაობას ანსამბლის ხელმძღვანელებთან ერთად. ანსამბლს ხელმძღვანელობენ ხატია მელაძე და თათა ზანდუკელი.
"დღეს, უზბეკეთის პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ და ფეხბურთის ფედერაციამ, წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დამასახელა. მადლობა ყველას, პირველ რიგში კლუბს და ფეხბურთელებს, ასევე მათ ვინც საუკეთესოდ დამასახელა და ვინც ამ პრიზის მოგებაში დამეხმარა" - ეს პოსტი საკუთარ სოციალურ გვერდზე ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა შოთა არველაძემ გაავრცელა. იგი უზბეკეთში დღეს აღიარეს. ქართველის გარდა,...