რუსეთში, სტავროპოლის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, დაიღუპა ასევე რუსეთის ერთი მოქალაქე. შემთხვევისას მძიმედ დაშავდა ცხრა ადამიანი. მათ შორის ოთხი ბავშვია. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. სტავროპოლის ოლქის სამმართველოს ინფორმაციით, დაშავებულებიდან სამი საქართველოს მოქალაქეა. ანდროპოვის რაიონის ხელისფლებამ იმ დაზარალებულებისთვის, რომლებიც ავარიის დროს სერიოზულად არ დაშავდნენ, სპეციალური ტრანსპორტით კრასნოდარში ჩაიყვანენ. საქართველოს...
არსებული ცნობით, 2018 წელს საქართველოში უცხოელების რიცხვმა 80 000-ს გადააჭარბა, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა, 100 000-ზე მეტი იყოს. ვინ ყიდულობს საქართველოში უძრავ ქონებას 2012-2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება აღირიცხა უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი იცვლება და მნიშვნელოვნად რთულდება. ცვლილებების შეტანა "უცხოელთა და მოქალაქეობის...
ელექტრონული ვიზის პორტალი www.evisa.gov.ge 2015 წლის 10 თებერვლიდან ამოქმედდა. მისი მეშვეობით ქვეყანაში მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ შეავსონ ონლაინ განაცხადი და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა საქართველოში სამოგზაუროდ. https://www.youtube.com/watch?time_continue=9&v=rYJz8Xj4PnE
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ დიასპორებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე დიდ ჯიხაიშში საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, დიასპორის სახლები უნდა შეიქმნას, სადაც უცხოეთიდან დაბრუნებულ თანამემაულეებს სხვადასხვა სახის კონსულტაციას გაუწევენ. „მიღებულია ცვლილებები როგორც კონსტიტუციაში, ასევე კანონში, რომლის გათვალისწინებით, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალული აღარ არის და უცხოეთში მყოფი თანამემამულეები შეძლებენ, რომ...
 დღეიდან, მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველებს უფლება აქვთ ერთი წლის განმავლობაში (!!!) მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.-  აცხადებს საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე. როგორც იცით „მოქალაქეობის შესახებ“ კანონი ამოქმედდა და საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს დღეიდან საშუალება ექნებათ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სერვისების განვითარების...
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პრორუსულობას ექსპერტი მამუკა არშიძე  გამორიცხავს და აცხადებს რომ :,, ამ ტერმინებს: „პრორუსი“, „პროდასავლური“ ასე იოლად აღარ ვისვრი. მე კარგად მახსოვს სალომე ზურაბიშვილი როგორი შემტევი და პრინციპული იყო სამხედრო ბაზების გაყვანის დროს დისკუსიებში. კი, შეთანხმება უფრო ადრე, 1999 წელს სტამბოლში გაფორმდა და ბაზების გაყვანის გრაფიკიც მაშინ...
,, ომი საუკუნის წინ დაიწყო და ამის პირველი მსხვერპლი ვართ მე, ჩემი ოჯახი, ყველა ის ემიგრანტი და პირველ რიგში იუნკერები, რომელთა დაფაზე მე ვიზრუნე. ყველას დავიწყებული ჰქონდა, ამ ადამიანების სახელი და გვარები არსად არ იყო გამოქვეყნებული და არავის ჰქონდა საშუალება მისულიყო და პატივი მიეგო მათ წინაშე. მთელი ჩემი ცხოვრება...
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ბავშვის მიტოვების რისკის შემცირებას ისახავს მიზნად. დახმარება ითვალისწინებს პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო საქონლით უზრუნველყოფას. საჭიროების შემთხვევაში​ დახმარების მისაღებად ოჯახმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს. გადაუდებელი პირველადი დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას...
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანიაში გამომცემლობა Galiani Berlin-ის მიერ გერმანულ ენაზე გამოიცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. ტექსტის პროზაული ვერსიის ავტორია ტილმან შპრეკელსენი. ილუსტრაციებზე კატ მენშიკმა იმუშავა.პროექტის „მოგზაურობა რუსთაველის ნაკვალევზე“ ფარგლებში, გერმანული გამომცემლობის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციამ საქართველოს რეგიონებში შოთა რუსთაველთან დაკავშირებული გეოგრაფიული პუნქტები დაათვალიერა და შეისწავლა, რის შემდეგაც მოპოვებული მასალები გამომცემლისა და ტექსტის ავტორის მიერ დამუშავდა. ორიგინალ ტექსტზე დაყრდნობით,...
ევროკომისიამ საბერძნეთს მიგრანტების პირობების გაუმჯობესებისთვის, 37,5 მილიონი ევრო გამოუყო. აღნიშნული თანხა საბერძნეთმა მიგრანტებისთვის სამედიცინო დახმარების, თარჯიმნისა და კვებისთვის უნდა გამოიყენოს. ევროკომისია 6,4 მილიონ ევროს მიგრაციის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციასაც გამოუყოფს. ევროკავშირმა მიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად, 2015 წლიდან დღემდე 1,6 მილიარდი ევრო გამოყო.