საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით სახელმწიფომ სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თავად შეხვდა დაბრუნებულ მიგრანტებს, რომლებსაც სახელმწიფომ პროექტები დაუფინანსა. სამინტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებულ მიგრანტებს უკვე...
საბერძნეთში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომლის მე-19 მუხლში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ის ადამიანები ვინც არიან არასრულწლოვანი საბერძნეთის მოქალაქის მშობლები, აქვთ უფლება, რომ მიიღონ ბინადრობის უფლება 3 წლით. ამავდროულად, იგივე კანონით გაუქმდა მე-19 A მუხლის ის ნაწილი რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი საბერძნეთის მოქალაქის მშობლებს ეძლეოდათ ბინადრობის უფლება მხოლოდ 1 წლის ვადით....
როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი სამშენებლო კომპანია ,,სვეტის" ქონება საქალაქო სასამართლოს მიერ დაყადაღდა და საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს. სამშენებლო კომპანია ,,სვეტის" მენაშენეების დიდი ნაწილი ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებმაც საკუთარი მძიმე შრომის შედეგად დანაზოგი თანხები სამშობლოში დაბრუნების და საკუთარი საცხოვრებელი ადგილის შესაქმნელად აღნიშნულ კომპანიას ანდეს და მწარედაც მოტყუვდნენ.
ამჟამად სამშენებლო კომპანიის ქონება...
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა ცვლილებების პაკეტს რომელიც საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების რეგულაციას ეხება. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი ჯანჯღავას განმარტებით კანონში ცვლილებების თანახმად ,,საქართველოს იმ მოქალაქისათვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე...
როგორ მოვიპოვოთ ესპანეთში, ცხოვრების და მუშაობის უფლება. რჩევები ემიგრანტისგან გიორგი ქართველი რომელიც წლებია ესპანეთში ცხოვრობს წარმოგვიდგენს რას საფრთხეები და სირთულეები არის გადასალახი იმისთვის რომ ლეგალურად იცხოვროთ და იმუშაოთ ესპანეთში:
დიდი ბრიტანეთი თავშესაფრის მინიჭების სისტემის ცვლილებას გეგმავს. ინციატივას ქვეყნის შინაგან საქმეთა მდივანი პრიტი პატელი კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, თავშესაფრის მინიჭების ახალი სისტემა იქნება მტკიცე და სამართლიანი. გამოცემა „თაიმსი“ წერს, რომ ახალი ინიციატივის თანახმად, დიდ ბრიტანეთში თავშესაფარს ვერ მიიღებენ ის...
ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილის ძირითად პრობლემად ემიგრაცია იქცა. საქართველოს პოლიტიკურმა და ეკონომიურმა ძვრებმა მასობრივი მიგრაცია გამოიწვია. მოსახლეობის დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტა ოჯახებისა და შვილების დასახმარებად. ამ პერიოდში, უცხოობაში მყოფ ემიგრანტს გარკვეული სიძნელეების გადალახვა უწევს, რაც დიდ რისკთან და ზოგჯერ,საფრთხეებთანაც არის დაკვშირებული. არ არის ადვილი...
"2016 წელს ისრაელს თავშესაფარი საქართველოს 3500 მა მოქალაქემ სთხოვა; 2017 წელს ეს რიცხვი 1300 მდე შემცირდა და მიმდინარე წელს კი 300 -ზე ცოტა მეტი განცხადება გვაქვს”,- ამბობს ისრაელში საქართველოს საელჩოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი განმარტავს, რომ ბოლო თვეების სტატისტიკა, ხშირად მოქალაქეების არასწორად ინფორმირების შედეგია. “არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მოსახლეობის შეცდომაში...
დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში დაბრუნებული 150-მდე მიგრანტი გრანტით დაფინანსდება, ამის შესახებ ოფიციალური განაცხადი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გააკეთა რომელმაც დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.
როგორც პროგრამის კოორდინატორები აცხადებენ პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან...
იტალიის კანონმდებლობით N.113/18 საკანონმდებლო დადგენილების დამტკიცების შემდეგ შემოღებულ იქნა ბინადრობის ნებართვების ახალი ტიპები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მცირე ნაწილისთვის ლეგალური ცხოვრება. ბინადრობის ნებართვა სამედიცინო მკურნალობისთვის გაიცეს.
აღნიშნული საბუტი გაიცემა იმ უცხოელებზე, რომლებიც ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაში...






























