საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრის მაკის ვორიდისის განცხადებით, საბერძნთის საემიგრაციო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სამუშაო ვიზების გაცემის შეფერხებაა. მინისტრის შეფასებით ვიზების დაგვიანება არა რეგიონული ადმინისტრაციების, არამედ საზღვარგარეთ საბერძნეთის საკონსულოების გამო ხდება,რაც მისი თქმით აფერხებს მიგრანტების ლეგალიზაციის საკითხს- იუწყება Schengen.News.
ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები - ძნელია ვარაუდის დონეზე მაინც იმის გამოცნობა, ეს თემა რამდენ ხანს იქნება აქტუალური და, რაც მთავარია, პრობლემური. თვეში რამდენჯერმე ევროპული გამოცემები თავშესაფრის მაძიებელთა ახალ-ახალ სტატისტიკას აქვეყნებენ და ყოველი მომდევნო წინაზე საგანგაშოა. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს და არასახარბიელო მონაცემებს აქვეყნებს გერმანული მედია. ქართული საზოგადოების ნაწილის ვერსიით,...
თუ გერმანიაში არალეგალურად დარჩენა გადაწყვიტეთ და გსურთ მოითხოვოთ საერთასორისო თავშესაფარი ამ შემთხვევაში თქვენ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადის განხილვის სტადიაში მიიღეთ გერმანიაში ყოფნის დროში შეზღუდული უფლება, მაშინ თქვენ მოგათავსებენ თავშესაფრის მაძიებელთა ერთ-ერთ სპეციალურ საერთო ბანაკში. თქვენ თავად ვერ აირჩევთ საცხოვრებელ ადგილს და დახმარებას მიიღებთ დიდწილად პროდუქტების ან,...
დოკუმენტების სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელის და საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების უფლებადამცველის ავთანდილ გიუნაშვილის შეფასებით საბერძნეთის პარლამენტის მიერ საქართველოს მართვის მოწმობების აღიარების რატიფიცირების გადაწყვეტილებით საბერძნეთში იხსნება შესაძლებლობა უფრო მეტი ემიგრანტი დასაქმდეს უფრო მაღალ ანაზღაურებად ვაკანსიებზე . ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებით : ,,2025 წლის 8 აპრილიდან საბერძნეთში...
ჩვენი ახალი ინიციატივის მიხედვით, ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივებთ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს დიასპორის წარმომადგენლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. შეგახსენებთ რომ კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ პარლამენტში უკვე ინიცირებულია პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო ვადად  1 ივლისიდან – 21 სექტემბერმდე პერიოდი დასახელდა.
  ბინადრობის უფლებისთვის საინვესტიციო ვალდებულების ზრდა დეველოპერებს პრობლემას არ შეუქმნის, - მიიჩნევს დეველოპერული კომპანია არსის ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე. ამ ყველაფერს მოწმობს ისიც, რომ მაგალითად,  იმ კომპანიებში,  სადაც თორნიკე აბულაძეს ინფორმაციასთან წვდომა აქვს, გაყიდული 400 ბინიდან, უცხოელებზე მხოლოდ 4-5% მოდის, მაშინ როცა   უცხოელზე მიყიდული 20 ბინით  ბინადრობა 100-ს აქვს მიღებული. თორნიკე აბულაძე მოქმედ...
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართავს და პარალემნტში გასახილველ კანონპროექტზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს მის შენარჩუნებაზე. მისივე თქმით,...
საკონსულო სამსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევა. კონსულტაცია გაეწევა როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს. კონსულტაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კონსულტაციის მიზანია, დახმარება გაუწიოს მოქალაქეს, ადგილსამყოფელ ქვეყანაში სრულად მოახდინოს საკუთარი უფლებების რეალიზაცია და მარტივად გაიაროს ადაპტაცია.საკონსულო სამსახური უფლებამოსილია, საქართველოს მოქალაქეს გაუწიოს კონსულტაცია შემდეგ საკითხებზე: ...
ბოლო პერიოდში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში პოლიციის მხრიდან არალეგალური მიგრაციის და კრიმინალთან ბრძოლის საფუძვლით გახშირდა პირის იდენტიფიცირების მიზნით გადამოწმების საპოლიციო ღონისძიებები. ევროსამართალდამცველს ზოგადევროპული კანონმდებლობით ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის საეჭვო ან სახიფათო პირად მიჩნევის შემთხვევაში უფლება აქვს გააჩეროს საზოაგადოებრივ სივრცეში და მოითხოვოს მისი დოკუმენტაცია გადამოწმების მიზნით.
საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს. ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. კანონპროექტზე მუშაობაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის...