„ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირებისა და აღრიცხვის კუთხით, თუმცა არსებობს გამოწვევები და საჭიროა დამატებითი ცვლილებები იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს შრომითი მიგრაციული პროცესების მართვა და აღრიცხვა, რაც საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ სწორი და გამჭვირვალე სტატისტიკა შრომითი მიგრაციის შესახებ, აღმოვფხვრათ არალეგალური შრომითი მიგრაცია, ადგილობრივი...
უსაბუთო ემიგრანტებისთვის ქორწინების აკრძალვის პრეცედენტი ევროკავშირში ბოლო ეტაპს ელის, კერძოდ ევროკავშირის წევრი და ერთ -ერთი ლიდერი ქვეყნის საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უსაბუთო მიგრანტების ქორწინებას კრძალავს, სანამ მათი სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. კანონპროექტის ავტორები ამ ნაბიჯით ფიქტიური ქორწინებების...
ქ. რომში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შეხვედრა გამართეს იტალიის რესპუბლიკის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში - მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას, რაც იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს...
2023 წლის შეჯამებული მონაცემებით ევროკავშირის წევრთა შორის ყველაზე მეტი 240,000 მოქალაქეობის ნებართვა ესპანეთმა გასცა – ეს რიცხვი ევროკავშირში მთლიანად გაცემული მოქალაქეობების 22.9%-ია. ესპანეთის შემდეგ, 2023 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი მოქალაქეობის ნებართვა გაცემული ჰქონდა იტალიას – 214,000, შემდეგ არის გერმანია – 200,000, საფრანგეთი – 97,000...
უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი...
„ჩვენ გვაქვს ძლიერი გეგმა, რომლითაც ერთობლივად წავიყვანთ ჩვენს ქვეყანას წინ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა, რომელსაც, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში კანცლერად დაამტკიცებენ. გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიული ბლოკი და „სოციალ-დეომკრატიული პარტია“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. პარტიებმა ბუნდესტაგში გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციური...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი რეგულაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ ისარგებლონ ტურისტული ვიზით იმ მიზნით, რომ შეერთებულ შტატებში დაბადებულ შვილს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭონ. სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომავალში, შესაძლოა, მათ ვიზა გაუუქმდეთ ან აშშ-ში...
მარკო რუბიოს აზრით გერმანიისთვის მომაკვდინებელი ღია საზღვრის საიმიგრაციო პოლიტიკა არის . ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გამო გერმანიას მკაცრად აკრიტიკებს. ამის შესახებ რუბიომ მიკრობლოგ „იქსზე“ დაწერა. „გერმანიამ ახლახან თავის სადაზვერვო სააგენტოს ოპოზიციის თვალთვალის ახალი უფლებამოსილებები...
ფრიდრიხ მერცი გერმანელებისთვის დაპირებულ საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას და არალეგალების მიმართ მკაცრი ზომების პოლიტიკის გატარებას ვერ ახერხებს, სოციალ-დემოკრატების მოთხოვნების ჩამონათვალში მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება და მათი საზღვრებიდან გაბრუნება წითელი ხაზია. მერცის დაპირება რომ არჩევის შემდეგ უკანონო მიგრანტებს საზღვარზე დააბრუნებდა, 23 თებერვლის არჩევნების შემდეგ მომავალმა კანცლერმა უკვე...
გერმანელი მემარცხენეები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებას ითხოვენ , ეს საკითხი მათ მიგრაციის და თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის და ბუნდესკოალიიციის მიერ ახალი ინიციატივების შეფასებისას წამოაყენეს. გერმანიის მემარცხენე პარტია მიიჩნევს რომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო მესამე ქვეყნების კატეგორიიდან უნდა ამოიღონ ვინაიდან ისინი სრულად უსაფრთხო ქვეყნები...