საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე – გიორგი შარვაშიძე და ზვიად გონაძე – თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.
მათ ნაცვლად, დავით ზალკალიანის მოადგილეებად მიხეილ ნინუა და ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაინიშნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ხვთისიაშვილი კარიერული დიპლომატია. მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე, 2015 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა....
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სახელწოდების მქონე სტრუქტურას ძირითად ამოცანებად განსაზღვრული აქვს ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა, მის კომპეტენციაში შედის ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევების განხორციელება და უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების...
კვიპროსში მე -5 ევროპული სამხრეთ სამეზობლოს სამიტი
ენერგეტიკის საკითხები, კვიპროსის საკითხი, ევრო-თურქული ურთიერთობები, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, ევროკავშირი რეფორმები განიხილება ევროკავშირის მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო 2021-2027 წლების პერიოდში დღევანდელი მე -5 ევროპული სამხრეთ სამეზობლოს სამითზე სადაც მოანწილეობენ საბერძნეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, კვიპროსი და მალტა.
რაც შეეხება საიმიგრაციო და თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებს საბერძნეთის...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად როგორც ჩვენთვის DIASPORA.GE -სთვის გახდა ცნობილი თებერვლიდან მუხრან გულაღაშვილი უხელმძღვანელბს . აღნიშნული თანამდებობა გასული წლის სექტემბრიდან არის ვაკანტური და მის ხელმძღვანელად დიასპორის ნაწილი ზაალ სარაჯიშვილის წარდგენას ითხოვდა.
მუხრან გულაღაშვილი დღემდე საბერძნეთში...
ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ალექსანდერ ვინტერშტაინმა განაცხადა.
„ევროკომისიამ გააფორმა საქართველოსთან მემორანდუმი ურთიერთგაგების შესახებ და მას 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რათა ქვეყანამ ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს და ეკონომიკური რეფორმები განახორციელოს“, - განაცხადა ვინტერშტაინმა.
მისივე თქმით, მაკროფინანსური დახმარების...
შეგვიძლია შევქმნათ სოციალური საცხოვრისის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება საბინაო ფონდი, რომელიც ადამიანებს საცხოვრისით დაეხმარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არაერთ მოქალაქეს აქვს საცხოვრისის პრობლემა. „არაერთ ჩვენს მოქალაქეს ჯერ კიდევ აქვს ელემენტარული საცხოვრისის პრობლემა. ამას მოწმობს ის წერილები და მოთხოვნები, რომლებიც მაჟორიტარ დეპუტატებს შემოგვდის.
ქვეყანაში კი...
ლაშა ჟვანიას განმარტებით პრეზიდენტის ინიციატივა ისრაელში მყოფი ემიგრანტების ლეგალ მაცხოვრებლებად ყოფნას მოემსახურება. მისი განცხადებით - ,, საქართველოსთან „ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნიდან არალეგალური ნაკადის შემცირებას და საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ლეგალურად დასაქმდნენ ისრაელში“ - განაცხადა საქართველოს საგენგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ.,...
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩი ლიკა ჯანელიძე საქართველოს სტუდენტურ პარლამენტში დიასპორის კომიტეტში აირჩიეს .
სტუდენტური პარლამენტი არის არა სამთავრობო ორგანიზაცია ,,ICSU”-ს ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წელს. აღნიშნული პროექტი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და აძლევთ მათ საშუალებას პირველი რიგებიდან დაინახოს...
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი “იდეების კონკურსს” აცხადებს, რომლის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, პრიორიტეტების ფარგლებში პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად წარმოადგენენ. შემოსულ პროექტებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო განიხილავს...

































