ვენესუელის დროებითი ხელისუფლება ჩვენ სეპარატისტთა აღიარების უკან გაწვევას აპირებს.
The interim authorities of Venezuela intend to withdraw recognition of Abkhazia & South Ossetia, Guaido's envoy Gustavo Tarre said in Washington DC adding that the new government is not going to continue Maduro's administration's policies & isn't afraid of Russia
ვენესუელის ახალი...
სარფის სასაზღვრო-გამტარი პუნქტის თურქულ მონაკვეთზე, ქვეითად მოსიარულე პირთათვის ახალი დერეფნის გახსნასთან და კომპიუტერული სისტემების გადატანასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 11:00-19:00 საათზე (თურქეთის დროით 10:00-18:00) საზღვარზე მგზავრთა და ა/მანქანების გატარება ორივე მიმართულებით დროებით შეჩერდება.
მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების ოპერატიულად გატარებას.-...
2018 წელი ასევე გამორჩეული იყო საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის, რადგან მათთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა და შენარჩუნება. ეს გააადვილებს და გააძლიერებს ჩვენს ურთიერთკავშირს.
დგება ახალი წელი და ყველას სულითა და გულით გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას. ფეხბედნიერი, ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის.
ვულოცავ ახალ წელს თითოეულ მოქალაქეს,...
ძვირფასო თანამემამულენო,
გილოცავთ დამდეგ შობასა და ახალს წელს, გისურვებთ ნათელ მომავალს, მშვიდობას და დღეგრძელობას!
პირველ რიგში, მადლობელი ვარ იმ უდიდესი თანადგომისათვის, რასაც წლებია, სამშობლოსგან შორს მყოფი თანამემამულეები გამოხატავთ სახელმწიფოს მიმართ. ჩვენი სამშობლოსთვის უაღრესად მიშვნელოვანია თქვენი სიძლიერე, წარმატება და კეთილდღეობა, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ უმთავრეს მიზნად დაისახა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვა.
ამ მხრივ...
ტაილანდის სამეფოში საქართველოს მოქალაქეებისთვის ,,Visa on Arrival" ამოქმედდება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი (რეზიდენციით ქ. ნიუ-დელი) ტაილანდის სამეფოში მთავრობის და სამეფო კარის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ტაილანდის მხარემ დაადასტურა, რომ 2019 წლის თებერვლიდან საქართველოს...
10 დეკემბერს, პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში ახლადანიშნულ საქართველოს ახალგაზრდა ელჩს თამარ ლორთქიფანიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხები, როგორც პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული , შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო რათა საელჩოს მხარდაჭერითა და ერთობლივი აქტივობებით მოხდეს საქართველოს შესაბამისი...
ირანის საგარეო უწყება საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკის ახსნას და დეპორტაციის მიზეზების მკაფიო განმარტება სთხოვს, ირანელებს კი საქართველოში მგზავრობისგან თავის შეიკავებას ურჩევს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა,სამინისტრო ურჩევს თავის მოქალაქეებს, უარი თქვან საქართველოში სტუმრობაზე, თუკი ეს აუცილებელი არ არის. აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანის რამდენიმე მოქალაქეს, საქართველოს საზღვრის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის 10 თვეში, საგამოძიებო უწყებებმა გაუპატიურების 85 შემთხვევა აღრიცხეს.
ეს მაჩვენებელი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 38 ფაქტით (80.85%-ით) მეტია. წელს შსს-მ გაუპატიურების 85 შემთხვევიდან მხოლოდ 29 საქმე გახსნა, ხოლო წინა წელს 47-დან - 12.
გარდა ამისა, 7.3%-ით (+17 შემთხვევა) არის გაზრდილი სქესობრივი თავისუფლებისა...
გაერო-ს გლობალურ მიგრაციულ პაქტს საქართველოც შეუერთდა. ამის შესახებ პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულირებადი მიგრაციის შესახებ მსოფლიო პაქტი მარაქეშში გაერო-ს კონფერენციაზე 164-მა სახელმწიფომ გუშინ დაამტკიცა.
34-გვერდიანი შეთანხმება მიგრაციისადმი ერთობლივ მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და მათი უფლებების განსასაზღვრად 23 პუნქტს მოიცავს.
164-მა სახელმწიფომ მიგრაციის შესახებ მსოფლიო...
სტრასბურგის ცენტრში სროლის გამო, საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ყველა პირს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია, დაუკავშირდეს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460.
„სტრასბურგის ცენტრში (საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე) მომხდარი სროლის გათვალისწინებით, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ქალაქ სტრასბურგში მყოფ პირებს, დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე. თავი შეიკავონ...