საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. ავარია ზესტაფონში იმ დროს მოხდა, როდესაც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი  ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის ავტომობილს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.  ,, საპირისპიროდ მომავალმა მანქანამ ჩქარი მოძრაობით გადაგვიჭრა გზა. დამუხრუჭება კი მოვასწარით,...
შეგვიძლია შევქმნათ სოციალური საცხოვრისის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება საბინაო ფონდი, რომელიც ადამიანებს საცხოვრისით დაეხმარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში არაერთ მოქალაქეს აქვს საცხოვრისის პრობლემა. „არაერთ ჩვენს მოქალაქეს ჯერ კიდევ აქვს ელემენტარული საცხოვრისის პრობლემა. ამას მოწმობს ის წერილები და მოთხოვნები, რომლებიც მაჟორიტარ დეპუტატებს შემოგვდის. ქვეყანაში კი...
  ,, არ შემიძლია არ შევეხო საქართველოს მოქალაქის პასპორტების თემას. დღეს, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება ხუთჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე საქართველოში. ეს უსამართლობაა, რაც სასწრაფოდ აღმოსაფხვრელია."  - განაცხადა დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების დროს საკუთარი გამოსვლისას. - ქალბატონმა თეამ, იუსტიციის მინისტრმა მოგვცა პირობა,...
უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით. როგორც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტით, იზრდება ჯარიმები უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მარტივდება...
საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ახლადდანისნულ დირექტორთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საჭიროა ყოველდღიური კონტაქტები და ღია თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოსა და სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შორის. „უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნების მიხედვით, ქართულ დიასპორებში არსებულ გამოწვევებზე...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭაბტირაძის მიმართვა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების მიღების თაობაზე. მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა მინდა მივმართო ქართულ ემიგრაციას, რომელიც ახლა გულდასმით გვადევნებს თვალს, ვინაიდან ისინი მოუთმენლად ელოდებოდნენ პარლამენტის მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების მიღებას. მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ...
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის - „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ იმსჯელეს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განმარტა, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი,რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის და საშუალებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი....
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის  #ROADMAP2EU   -ს დამტკიცებას აფასებს და აცხადებს:,,დავამტკიცეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა #ROADMAP2EU. ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალ შესაძლებლობებს ევროკავშირში მეტი ინტეგრაციით. იგი გულისხმობს მეტ ინსტიტუციურ, სექტორულ, საკანონმდებლო, ფიზიკურ დაახლოებას ევროპულ სივრცესთან, მეტ ევროპულ...
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით დაუმუშავებელი და გამოუყენებელი მიწაა. სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ ორგანული კანონი, რომელიც ჯერ მომზადების ეტაპზეა, ამ საკითხსაც დაარეგულირებს. აშკარაა, რომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამკაცრდება. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ამბობენ, სახელმწიფო უცხოელების საკუთრებაში არსებული აუთვისებელი მიწების ჩამორთმევას არ გამორიცხავს. ამის თაობაზე პირველად კომიტეტის...