საქართველოსა და ლატვიას შორის ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის, ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისისმა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი „სამი ვარსკვლავის ორდენით“ დააჯილდოვა.
დაჯილდოების შემდეგ, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოსა...
ქუთაისსა და ნიკეას მინიციპალიტეტებს შორის 40 წლის წინ ხელმოწერილი მეგობრობის მემორანდუმის განახლება და საიუბილეო თარიღის აღნიშვნა იგეგმება - ინფორმაცია საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ საჯარო რელიზით იქნა დადასტურებული.
როგორც დიპლომატიური მისიია იტყობინება საქართველოს ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში, ლევან ბერიძემ შეხვედრა ...
თქვენი წარმომადგენლობა საკმაოდ დიდი ხანია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს დიდი დიასპორა ჰყავს იტალიაში, ეს მნიშვნელოვანი თემია, მნიშვნელოვანი, აქტიური დიასპორაა და ეს დიასპორა გვეხმარება მილანის თანამედროვე ცხოვრების ხორცშესხმაში, – ამის შესახებ მილანის მერმა ჯუზეპე სალამ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
საკონსულოს გახსნის ოფიციალურ...
ხვალ 25 აგვისტოს, იტალიაში , პორტოგრუაროს წმ. ანდრეას ტაძარში ქართული ხალხური მუსიკის ანსამბლი ‘’ბასიანი’’ინტერნაციონალური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში კონცერტს გამართავს რომელიც 21.00 საათზე დაიწყება , მანამდე კი 18.00 საათზე პორტუგრუაროს მუნიციპიტეტში გაიმართება ცნობილი ეთნო მუსიკოლოგი რენატო მორელის კონფერენცია სახელწოდებით ,,ქართული პოლიფონიური სიმღერა - კაცობრიობის პირველი არამატერიალური მემკვიდრეობა.’’
http://www.festivalportogruaro.it/sabato-25-agosto-basiani-ensemble/
საბერძნეთში მცხოვრები ნინო ბელთაძის განცხადებით 9 სექტემბერს ათენში ქართული საღამოსთვის ემზადებიან, სადაც საქართველოდან ემიგრანტებთან შესახვედრად მოწვეულები იქნებიან მწერალი და პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძისა და სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პრემიის ლაურეატი ერეკლე სარღლიანი, ნოველისტი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, ქორეოგრაფი, სპორტსმენი, პედაგოგი, ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების რაინდი, ნ. ლორთქიფანიძის...
როგორც საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან ბარსელონაში ქართველი ემიგრანტი, 53 წლის ნინო ნაწიფაშვილი გარდაიცვალა. ის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის მკვიდრი იყო, გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი ემიგრანტი covid -19 -ით არ გარდაცვლილა და ის ავთვისებიან სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
25 ივლისს ქ. პაფოსის ანტიკურ ამფითეატრ ოდეონში და 27 ივლისს ქ. ნიქოზიაში ამფითეატრ „სკალის“ სცენაზე რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას რეჟისურით წარადგენს სპექტაკლს „ელექტრა“(სოფოკლეს ამავე სახელწოდების ტრაგედიის მიხედვით) , სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნინო კასრაძე, ირაკლი მაჭარაშვილი, დავით გოცირიძე, ლაშა ჯუხარაშვილი, ეკა მოლოდინაშვილი, ლელა ახალაია, თამთა ინაშვილი, ბესო ზანგური და გაგი სვანიძე
...
საფრანგეთის მთავარ დღესასწაულ ქართველი ხატია ბუნიათიშვილის შთამბეჭდავი შესრულება, რითაც ქართველმა პიანისტმა ეიფელის კოშკთან ათასობით სტუმარი მოხიბლა, დიდი განხილვის საგანი გახდა ინტერნეტ სივრცეში, გამოხმაურება მოყვა მის ჩაჩმულობას განსაკუთრებულად ქართველების მხრიდან მოყვა დიდი ინტერესი, პარიზში ფრანგები მისი უმაღლესი კლასის შესრულებით მოიხიბლნენ , თანამემამულეები კი მის კაბით უფრო მეტად დაინტერესდნენ.
იხილეთ ვიდეო კადრები:
https://www.facebook.com/Culturebox/videos/10156656109709656/UzpfSTExNDgyMDQzMDk6MTAyMTYzOTU5Mjk5ODgwMDI/?q=khatia%20buniatishvili
უკრაინაში ქართული კულტურის ზეიმი მოეწყო. კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანებისთვის საღამოს კულმინაცია ქართული ნაციონალური ბალეტის სცენაზე გამოჩენა გახდა. სუხიშვილების გამოჩენას უკრაინელი მაყურებელი დილიდან ელოდა.
ქართული კულტურის გაცნობა და შეყვარება - ეს არის მიზეზი, რის გამოც კიევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
იდეის ავტორი და ორგანიზატორი უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტი,...
სპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოღვაწე მოკრივე, ქვემო სვანეთის სოფელ ბაბილის მკვიდრი, ირაკლი ქურასბედიანი, დღეს საფრანგეთის ქალაქ ბეზიერში მედიტერანეს ქამარზე გამართავს ბრძოლას. ბრძოლა საფრანგეთის დროით 11 საათზე გაიმართება.
ირაკლი ქურასბედიანს მოყვარულ მოკრივეებს შორის მოგებული აქვს ესპანეთის თასი, მეგობრობის საერთაშორისო ტურნირი და რამოდენიმეჯერ კატალონიის რეგიონის ტურნირი.
წყარო:https://newsmedia.ge/

































