ბერძნულ-ქართული ფორუმი კუნძულ კერკირაზე (საბერძნეთი),  2018 წლის 1 დეკემბერს, 20:00 საათზე, კ. კერკირას დედაქალაქში „ბერძნულ-ქართული კულტურათა III დიალოგის“ („3ο Αντάμωμα Πολιτισμών Ελλάδας - Γεωργίας στην Κέρκυρα“) ფარგლებში, ქ. კერკირას მუნიციპალიტეტის 800-კაციან თეატრის დარბაზში (Δημοτικό Θέατρο της Κέρκυρας) გაიმართება საზეიმო საქველმოქმედო კონცერტი, „სინიელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციის“, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კვიპროსში   საქართველოს საელჩოს  ძალისხმევით, ქართული საკვირაო სკოლა დედაქალაქის  ცენტრში, ერთ ერთ საგანმანათლებლო დაწესებულების  ტერიტორიაზე განთავსდა. საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა   კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ. საქართველოს ელჩმა სტუმრებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, რომლის ხელშეწყობითაც ქართულმა საკვირაო სკოლამ ახალ შენობაში გადაინაცვლა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ განახლებული...
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით  წინა წელთან შედარებით 800 000 ლარით იზრდება დიასპორული პოლიტიკის მიმართულების დაფინანსება და ის 2 200 000 ლარს გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კუთხით დაგეგმილია დიასპორისათვის საგანმანათლებლო პროგრამების, სხვადასხვა პროექტების და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, პროექტი „იყავი შენი...
12 ოქტომბერს, ესპანელებისთვის მნიშვნელოვან დღეს, ალიკანტეში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაში ქართულ დიასპორასთან არსებულმა , შემოქმედებითმა ფოლკლორულმა ანსამბლმა" იბერიამ " მიიღო მონაწილეობა. ,,არც ერთი უცო ქვეყნის დროშა არ აფრიალებულა საქართველოს დროშის გარდა და როდესაც კათედრალში შევედით, ტაშით მიეგებენ ჩვენს დროშას, ნიშნად იმისა,რომ პატივი ვეცით ამ დიდ დღეს. ჩვენთვის ნემდვილად დიდი პატივი და...
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი შვილებისთვის მშობლიური, ქართული ენის შენარჩუნების საკითხია, რომელსაც ისინი ქართული საკვირაო სკოლების საშუალებით უმკლავდებიან. საკვირაო სკოლებში პირველ რიგში, ენობრივი ბარიერის გადალახვაში ეხმარებიან პატარა ქართველებს და  მშობლიურ  ენაზე წერა-კითხვასაც ასწავლიან. ქართული დიასპორების  წარმომადგენლები,რომლებიც  წლებია, საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მათი შვილები ადაპტირებულნი არიან გარემოსთან და იმ ქვეყნების...
ისრაელში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქ. ლოდში,  ქართულმა საკვირაო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო.- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. , როგორც სამინისტრო იტყობინება :  პირველი გაკვეთილის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა ისრაელში პაატა კალანდაძემ და დიასპორული ორგანიზაციის „მამულის“ ხელმძღვანელმა ირაკლი კილაძემ. საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქართულ-ებრაულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი...
,,ქართული ენის შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში უდიდესი საქმეა და ეს საკითხი 2019 წელს გაცილებით მაღალ პრიორიტეტში იქნება წარმოდგენილი. განათლების რეფორმის მთავარი პუნქტია სწორედ ქართული ენის პოპულარიზაცია და შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი უკვე ჩაიდო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ დიდ საქმეს აკეთებს,...
7 ოქტომბერს საბერძნეთის დედაქალაქში,სადაც ქართველი ემიგრანტების რაოდენობრივად ერთ -ერთი ყველაზე დიდი დიასპორაა, ბელა ალანიას შემოქმედებითი საღამო შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია საქართველოს მთავარი ლეიბორისტის და პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის მეუღლე არაერთი ნაწარმოების ავტორია, სულ ახლახანს შედგა მისი შემოქმედების ახალი კრებულის"მოვალ შენამდე"...
მსურს სოლიდარობა გამოვხატო ტელეკომპანია ,, იბერია '' - ს და ტელეკომპანიაში დასაქმებული თითოეული ჟურნალისტს მიმართ. მიმაჩნია, რომ დემოკრატია არ არსებობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების გარეშე და თუ სახელმწიფო ინსტიტუციები დაუფიქრებლად ხელყოფენ ამ სიკეთეს, ჩვენი სახელმწიფოებრიობა ვერ მოიშორებს აქამდე ჯერ კიდევ არსებულ კითხვის ნიშნებს. ტელეკომპანია ,, იბერია '' გამორჩეულია იმითაც, რომ მისი...
8 სექტემბერს მიუნხენში კულტურათაშორისი საფეხბურთო ტურნირი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის სხვადასხვა ორგანიზაციების საფეხბურთო ჯგუფები იასპარეზებენ. ტურნირში მონაწილეობას გერმანიის ქართული სათვისტომოს გუნდი F.C. GEORGIA MÜNCHEN იც მიიღებს. ტურნირი გაიმართება 10 დან 15 საათამდე პატარა მოედნებზე 6 კაციანი შემადგენლობით.  მატჩები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: Schwere-Reiter-Str. 13, 80637 München