ცნობილი ქართველი სელებრითი, "ICI PARIS" პიარ - მენეჯერი, ტელე და რადიოწამყვანი ხატია შამუგია საბერძნეთის დედაქალაქს ლეგენდარული ქართული ანსანმბლის ,,ერისიონის" კონცერტზე დასასწრებად და მონაწილეობისთვის ეწვია. კონცერტი რომელიც ათენის ერთ-ერთ ცნობილ და გრანდიოზული მასშტაბის სცენაზე, გალაცის ოლიმპიურ სტადიონზე კვირას 24 ივნისს შედგება უკვე იქცა ქართველი ვარსკვლავების შეკრების მიზეზად ევროპის კულტურულ დედაქალაქში.
DIASPORA.GE...
ბარსელონას "წმიდა ნინოს" სახელობის სამრევლოსთან არსებული "წმიდა გიორგის" სახელობის ქართული მართლმადიდებლური ასოციაციისა და სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ქართული კულტურის საღამო "მე, შენ და საქართველო".
კონცერტში მონაწილეობდნენ აღნიშნულ ცენტრთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები.
კონცერტის ბოლოს მოხდა ახალგაზრდა წარმატებული ემიგრანტების დასაჩუქრება.
კონცერტს სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრნენ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს...
ავთანდილ, რატომ ერისიონი და არა სუხიშვილები?
ჩვენ, სანამ გადავწყვეტდით, თუ რომელ ანსამბლს ჩამოვიყვანდით, ჩავატარეთ გამოკითხვა საბერძნეთში და ვნახეთ, რომ ქართველები უპირატესობას ერისიონს ანიჭებენ, შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ფაქტს დაეყრდნო. პირადად მე თუ მკითხავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ბერძენი სტუმარი გვეყოლება კონცერტზე, მინდა მათ ნახონ ჩვენი ნამდვილი ქართული ცეკვა-სიმღერა და არა ის...
2018 წლის მარტიდან თბილისში მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილია მუსიკალური სპექტაკლი „Welcome To Georgia - The Musical”. წარმოდგენა მიუზიკლის ფორმატში ინგლისურ ენაზეა, რომელიც მაყურებელს საქართველოსა და ქართველების შესახებ მოუთხრობს.
სპექტაკლში მაყურებელი წინ ცოცხლდება ქართული თვითმყოფადი კულტურა, როდესაც ნაციონალურ კოსტიუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებს, პოლიფონიურ და ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით ისმენს. მაყურებელი ...
უკრაინაში ქართული კულტურის ზეიმი მოეწყო. კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანებისთვის საღამოს კულმინაცია ქართული ნაციონალური ბალეტის სცენაზე გამოჩენა გახდა. სუხიშვილების გამოჩენას უკრაინელი მაყურებელი დილიდან ელოდა.
ქართული კულტურის გაცნობა და შეყვარება - ეს არის მიზეზი, რის გამოც კიევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
იდეის ავტორი და ორგანიზატორი უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტი,...
5 ივნისს, მოსკოვში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო სოლო კონცერტი გაიმართა. მან თავისი ცნობილი ჰიტები მოსკოვის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა, რომელსაც ნიკა რაჭველი დირიჟორობდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე იდგნენ, მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე, შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე და რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე.
შეგახსენებთ, ქართველი მომღერლის კონცერტი მოსკოვში 28 მარტს იყო დაგეგმილი,...
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ კვირას 3 ივნისს ქალაქ ათენში გამართავს შეხვედრას საქართველოდან წასულ მიგრანტებთან. ორგანიზაციის იურისტები დაინტერესებულ პირებს ადგილზე გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებზე. ,,სიდა“ უფასო სამართლებრივ სერვისს სთავაზობს მიგრანტებს, როგორც კონსულტაციის გაწევის, ასევე სასამართლოში წარმომადგენლობის გზით.
მისამართი: ათენი . ახარნონი. აღრინიუს ქ. N 34 & ალკამენუს ქ. N 186. დასწრება თავისუფალია...
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე ფართომასშტაბური ღონისძიებებით აღვნიშნეთ! ვულოცავ სრულიად საქართველოს აშშ-ში ქართველი მუსიკოსების ტრიუმფალურ წარმატებას!
კონცერტები და საზეიმო მიღება გაიმართა 23 მაისს, ვაშინგტონის „მშვიდობის ინსტიტუტში“ (US Institute of Peace) და 24 მაისს ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინის ECOSOC-ის პალატაში. გიორგი მიქაძის პროექტმა „Georgian Overtones“ აშშ-ში საქართველოს...
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის მხარდაჭერისკენ და მათი უცხოელი მეგობრების, ადგილსამყოფელ ქვეყნებში დაგეგმილ ქართულ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისკენ მოუწოდებს. საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის აზრით უცხოეთში ჩატარებული კონცერტები სადაც ქართველი შემსრულებლები წარმოადგენენ ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ხელოვნებას მათში საქართველოს...
19 მაისს ათენში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე რომელიც ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციის სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის ძალისხმევით მოეწყო ძირითადად წარმოდგენილია 1918-1921 წწ.-ს ისტორიული მოვლენების ფოტოები.
გამოფენა გახსნის დღესვე მოინახულეს საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგენგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა და ათენში მცხოვრებმა თანამემამულეებმა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული...