ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიმართვას ავრცელებს, მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: ,,პატივცემულო თანამემამულეებო, ქალბატონებო და ბატონებო,
გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ “დიასპორის ფორუმი თბილისი 2018”-ში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულმა ქართველმა ბიზნესმენებმა. ფორუმის მუშაობისას, პატრიოტულმა სულისკვეთებამ, მეწარმის ალღომ, პრინციპმა “ძალა ერთობაშია” თავი იჩინა ქართველ დიასპორელ მეწარმეებში და გაჩნდა იდეა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ბიზნესმენებისათვის...
„ბიზნესპრესნიუსის ინფორმაციით პარიზში მოწყობილი შოურუმების შემდეგ, Matériel-ი შეკვეთას მსოფლიოს 30-მდე მაღაზიისგან ელოდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „მატერიას“ საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი ნუკი ჭაბუკიანი ესაუბრა, რომლის თქმითაც პირველადი შეკვეთების მონახაზი უკვე აღებულია და დაახლოებით, 2 კვირაში გახდება ცნობილი, კონტრაქტს რამდენ მაღაზიასთან გააფორმებენ.
ცნობისთვის, 19 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, შვიდმა...
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 342.8 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 23%ით მეტია. აქედან ექსპორტი 295.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.7%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1 047.1 მლნ. აშშ დოლარი (25.9 %-ით მეტი).
2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 4 895.6 მლნ. აშშ დოლარი...
„ბლექ სი არენაზე“ ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის ენიო მორიკონეს კონცერტი ჩატარდა. ის ქართველი მსმენელის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარდგა. იტალიელმა მაესტრომ ცნობილი კომპოზიციები რომის სიმფონიურ ორკესტრთან და თბილისის ოპერის თეატრის გუნდთან ერთად შეასრულა.
მორიკონეს სცენაზე ცნობილი იტალიელი სოპრანო სუზანა რიგაჩიც შეუერთდა.
ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ჩატარდა და მასშტაბურმა ღონისძიებამ, „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი გახსნა.
„დარწმუნებული ვარ, მორიკონეს...
თბილისის მერი კომპანია „სვეტის“ მენაშენეებს პირადად შეხვდება. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მოშიმშილეები მერიისგან შუამდგომლობას მოითხოვენ, რათა მშენებლობა დასრულდეს. ამის საპასუხოდ თბილისის მერი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი კერძო კომპანიის საქმიანობაში ვერ ჩარევა., თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში ამ ადამიანებს მხარში დაუდგება.
„მერიაში დღეს ვხვდებით მენაშენეებს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის გვქონდა მათთან კომუნიკაცია. ჩემი...
ავთანდილ, რატომ ერისიონი და არა სუხიშვილები?
ჩვენ, სანამ გადავწყვეტდით, თუ რომელ ანსამბლს ჩამოვიყვანდით, ჩავატარეთ გამოკითხვა საბერძნეთში და ვნახეთ, რომ ქართველები უპირატესობას ერისიონს ანიჭებენ, შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ფაქტს დაეყრდნო. პირადად მე თუ მკითხავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ბერძენი სტუმარი გვეყოლება კონცერტზე, მინდა მათ ნახონ ჩვენი ნამდვილი ქართული ცეკვა-სიმღერა და არა ის...
2018 წლის პირველი კვარტლის შეფასების მიხედვით, საქართველოს ფოსტა EMS-ს მომსახურების ხარისხის კუთხით მსოფლიო რეიტინგში მეორე, ხოლო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. საფოსტო ოპერატორებს აფასებს დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია PWC-ი, მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანების მიერ დადგენილი სპეციალური საოპერაციო და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად - „ჩვენთვის მეტად საამაყო შედეგია მსოფლიოს 180 საფოსტო ოპერატორს შორის დაიკავო მეორე ადგილი, ხოლო ევროპაში იყო პირველი. ამისათვის მადლობა...
ემიგრანტები ტურ-ოპერატორებს და ავიაკომპანიებს დაუდასტურებელ და არ შესრულებულ ფრენებზე გაყიდულ ბილეთებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას სთხოვენ და თავს მათგან მოტყუებულად მიიჩნევენ. როგორც მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც განაცხადა საქართველოს მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ შეიძინონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე სამგზავრო ბილეთები , ვინაიდა...
გადაცემაში პალატის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ქართული დიასპორის ჩართულობაზე, დიასპორულ ინვესტიციებზე, დიასპორაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამომავლო გეგმებზე.პალატის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტსა და მის თავმჯდომარეს ზვიად კვაჭანტირაძეს მხადაჭერისა და თანადგომისთვის.
იხილეთ ვიდეო http://www.myvideo.ge/?video_id=3630995
ვენის ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
NIKO PIROSMANI – A Wonderer Between Worlds – ამ სახელწოდების გამოფენას ვენის ალბერტინასმუზეუმი 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.
პროექტის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმში, ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი...
































