1 ნოემბრიდან "ვიზეარის" ბარგის გადატანის წესი იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, Basic ბილეთის საფასურში შევა მხოლოდ მცირე ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომებია: 40x30x20 სმ. მგზავრებს მისი ატანა თვითმფრინავის სალონში შეეძლებათ.
მგზავრებს, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით სარგებლობენ, მცირე ზომის ხელბარგთან (40x30x20 სმ) ერთად, თვითმფრინავის სალონში შეუძლიათ აიტანონ სამგზავრო...
ლაშა ჟვანიამ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი განმარტავს : - ,,დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბ-ნ გაბი აშკენაზისთან ერთად ხელი მოვაწერე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს...
იტალიაში ქ. ბარიში ასოციაცია A.I.S. ბაზაზე მისი ხელმძღვანელის ნინა რურუას თაოსნობით ქართული ჟურნალი "აისი" დაარსდა.
ჟურნალ ,,აისი" -ს პირველი ნომერი ადგილობრივმა ქართველმა მკითხველმა უკვე იხილა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ქართულენოვანი ჟურნალი ,,აისი" ქართველი მკითხველისთვის თვე ერთხელ გმოვა და მასში არაერთ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ამოიკითხავს, განსაკუთრებით კი უცხოეთში მაცხოვრებელი ჩვენი...
თბილისის მერი კომპანია „სვეტის“ მენაშენეებს პირადად შეხვდება. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მოშიმშილეები მერიისგან შუამდგომლობას მოითხოვენ, რათა მშენებლობა დასრულდეს. ამის საპასუხოდ თბილისის მერი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი კერძო კომპანიის საქმიანობაში ვერ ჩარევა., თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში ამ ადამიანებს მხარში დაუდგება.
„მერიაში დღეს ვხვდებით მენაშენეებს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის გვქონდა მათთან კომუნიკაცია. ჩემი...
„საქართველოს ფოსტა“ უცხოეთიდან გაგზავნილ ამანათებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით სახმელეთო გზით გაგზავნილი ამანათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში. ამასთან, სახმელეთო ამანათი დაზიანებულად მიიჩნევს მხოლოდ ამანათის გარე შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში.
გზავნილი ითვლება დაკარგულად, თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია “საქართველოს ფოსტის“...
2018 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 144.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.3 მილიონით, ანუ 19.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ცნობით, გაზრდილია ფულადი გზავნილები როგორც დსთ-ს, ისე ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან, ისრაელიდან და კანადიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის,...
„საქართველოს ფოსტა“ მოქალაქეებს აცნობებს, რომ 27 თებერვლიდან ქვეყნის ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა აკრძალულია.
ამის შესახებ განცხადება „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე, ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს ფოსტა“ გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა.
გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს სტენდთან ქართული ღვინო გაესინჯათ და გაცნობოდნენ ქვეყნის შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ბეჭდურ საპრომოციო მასალას.
დამთვალიერებლებს...
ვფიქრობ, რომ არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას, ხელს უწყობდა იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვერ განავითარა თავისი ძლიერი მხარეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ დავწრილებით ისაუბრა იმ პრინციპებსა და ხედვებზე, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია.
„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის,...
ისრაელში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქ. ლოდში, ქართულმა
საკვირაო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო.- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. , როგორც სამინისტრო იტყობინება :
პირველი გაკვეთილის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში პაატა კალანდაძემ და დიასპორული ორგანიზაციის „მამულის“ ხელმძღვანელმა ირაკლი კილაძემ.
საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქართულ-ებრაულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი...

































