სარფის სასაზღვრო-გამტარი პუნქტის თურქულ მონაკვეთზე, ქვეითად მოსიარულე პირთათვის ახალი დერეფნის გახსნასთან და კომპიუტერული სისტემების გადატანასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 11:00-19:00 საათზე (თურქეთის დროით 10:00-18:00) საზღვარზე მგზავრთა და ა/მანქანების გატარება ორივე მიმართულებით დროებით შეჩერდება. მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების ოპერატიულად გატარებას.-...
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს, საღამოს 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, რომელშიც დარეგისტრირებას მოახერხებს ყველა ის პირი, რომლებიც საფინანსო ორგანიზაციების მიერ ე.წ. "შავ სიაში" არიან შეყვანილი.  ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, პირველ ეტაპზე ვებ გვერდზე აიტვირთება საქართველოს, თიბისი და ლიბერთი ბანკების მომხმარებლების მონაცემები. დანარჩენი საფინანსო ორგანიზაციების ინფორმაცია ვებ გვერდზე ეტაპობრივად...
ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ზაალ სარაჯიშვილი რადიო კომერსანტის გადაცემაში ,,მოითხოვე ქართული" ეთერში. https://www.facebook.com/commersant.ge/videos/372149953325833/
1tv.ge მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოდან ერთ-ერთი მზარდი საექსპორტო პროდუქტი ბიუსტჰალტერი ყოფილა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ამ პროდუქციის ექსპორტმა 1.8 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ  წერს. შედარებისთვის, 2016 წელს ბიუსტჰალტერების მთლიანმა ექსპორტმა მხოლოდ 124 ათასი დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი 1,158 მილიონი დოლარი. შესაბამისად, მიმდინარე წელს ექსპორტი 2016 წელთან შედარებით...
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით სექტემბრის თვეში ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოში ფულადი გზავნილებით იტალია და საბერძნეთი ლიდერობენ.  მიმდინარე წლის სექტემბერში იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში 16,42 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საბერძნეთიდან 14,17 მლნ აშშ დოლარი შევიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით ორივე ქვეყნიდან ფულადი გზავნილების ხვედრითი წილი მთლიან მოცულობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია და წელს...
საქართველოს ეკონომიკური ატაშეების შერჩევა-დანიშვნის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ზალკალიანი აცხადებს, ეკონომიკური ატაშეების შერჩევის პროცესი სამთავრობო ცვლილებების გამო გაჭიანურდა. "პროცესი მიმდინარეობს. გარკვეული სამთავრობო ცვლილებების გამო გაჭიანურდა, გახანგრძლივდა, მაგრამ სავარაუდოდ, პროცესი მალე დასრულდება",- განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, კომერციული ატაშე ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით,...
საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთ $232 მილიონი დახარჯეს. ეს თანხა რეკორდულად მაღალია და ის 2017 წლის პირველი ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელს დაახლოებით 21%-ით აღემატება. ქართველთა მიერ უცხოეთში დახარჯული თანხა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადასხდელო ბალანსის სტატისტიკის შესადგენად დათვალა. ტურიზმის ასეთ სწრაფ განვითარებას ხელს უწყობს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს...
2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი, (342.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით (6.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.- ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა. გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს სტენდთან ქართული ღვინო გაესინჯათ და გაცნობოდნენ ქვეყნის შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ბეჭდურ საპრომოციო მასალას. დამთვალიერებლებს...
ისრაელში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქ. ლოდში,  ქართულმა საკვირაო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო.- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. , როგორც სამინისტრო იტყობინება :  პირველი გაკვეთილის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა ისრაელში პაატა კალანდაძემ და დიასპორული ორგანიზაციის „მამულის“ ხელმძღვანელმა ირაკლი კილაძემ. საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქართულ-ებრაულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი...