ევროკავშირის ლიდერები მომავალ კვირას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ე.წ. „განტვირთვის რეგიონული პლატფორმების“ შექმნის საკითხს განიხილავენ. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივი განცხადების პროექტში.
მედიასაშუალების წყაროს ცნობით, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ იგეგმება მიგრანტთა ცენტრების შექმნა, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადის განხილვა თავშესაფრის მაძიებლის ევროპაში ჩასვლამდე მოხდება.
Reuters-ის წერს, რომ შესაბამისი ცენტრები შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში...
შვედეთში ქალაქ კალიქსში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელდა. შვედეთის მხრიდან გამოძიებამ 24 ოქტომბერს მომხდარი დანაშაულის ადგილი დაადგინა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობა შენობაში მოხდა. მათივე ცნობით, დანაწევრებული ცხედარი მდინარის ნაპირას ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დანაწევრებული სხეულის კიდევ რამდენიმე ნაწილი აღმოაჩინეს. 14 ნოემბერს კი, გამოძიებაში ქართველი...
Euronews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საბერძნეთმა რუს დიპლომატებს საბერძნეთის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
საბერძნეთის ხელისუფლების ბრალდებით რუსი დიპლომატების სამიზნე საბერძნეთსა და მაკედონიას შორის სახელმწიფოს სახელწოდებაზე არსებული ხანგრძლივ უთანხმოება გახდა. როგორც ჩანს რუსმა დიპლომატ-აგენტებმა სიტუაციის დაძაბვის და რამდენიმე ბერძენ მაღალჩინოსანთან ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ დესტაბილიზაციის შექმნა სცადეს.
მოლაპარაკებების შედეგად, ორმა სახელწმიფომ შეთანხმებას მიაღწია და ოფიციალურად...
სირია რუსეთის დახმარებით მზადაა მილიონი სირიელი სამშობლოში დააბრუნოს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა: „2015 წლიდან, როცა სირიის ქალაქებისა და სოფლების გათავისუფლება დაიწყო, მილიონზე მეტი ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ სახლს. ახლა არსებობს ყველა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში კიდევ მილიონი ლტოლვილი დაბრუნდეს“ - თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. მისივე განმარტებით, რუსეთის მხარდაჭერით,...
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, 2018 წლის პირველ კვარტალში თავშესაფარი 131 ათასმა ადამიანმა მოითხოვა. ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ეს წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.
2017 წლის მეოთხე კვარტალში ევროკავშირში 154 ათასი თავშესაფრის მაძიებელი დარეგისტრირდა.
ევროსტატის მონაცემებით, იმ პირთა შორის, ვინც 2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში თავშესაფარი მოითხოვეს, 4%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ.
ევროსტატის ოფიციალურ...
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირის იმ წევრებს, რომლებიც მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობენ, ფინანსური სანქციები ელით. განცხადება ემანუელ მაკრონმა ესპანელ კოლეგა პედრო სანჩესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მაკრონის თქმით, დაუშვებელია, ევროკავშირის წევრთა ნაწილი მუდმივად სარგებლობდეს ფინანსური შეღავათებით და ამავე დროს, ეგოისტურად იქცეოდეს, როდესაც საქმე მიგრანტების მიღებას ეხება
საფრანგეთისა და ესპანეთის მთავრობის...
ოთარ კაკაბაძე „ლუცერნმა“ დაიმატა – ამის შესახებ შვეიცარიულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა და ქართველი ფეხბურთელი წარადგინა. „ლუცერნის“ ცნობით, „ხიმნასტიკიდან“ დამატებულმა საქართველოს ნაკრების მცველმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. შვეიცარიული მედიის ცნობით, „ლუცერნს“ ეს ტრანსფერი 500 ათასი ევრო დაუჯდა.„ოთარის ტრანსფერით მარჯვენა ფლანგზე გავძლიერდით. კაკაბაძე ახალგაზრდა და წარმატებაზე მომართული მოთამაშეა....
პოლონეთი ძალიან ტოლერანტული ქვეყანაა, მაგრამ არავითარ დანაშაულებს არ შევეგუებით. კრიმინალებს არ მივესალმებით და ისინი დეპორტირებულ იქნებიან… მიუხედავად იმისა, ეს წვრილმანი ქურდობაა, ნარკოტიკებით ვაჭრობაა, თუ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობაა,” - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი X-ის საკუთარ გვერდზე კი...
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ იმიგრაცია არ არის კარგი არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და არც ევროპისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს ძალიან ნეგატიურია. მე შესანიშნავი ურთიერთობები მაქვს ანგელა მერკელთან, გერმანიასთან, თუმცა ვფიქრობ, იმიგრაცია აზარალებს გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს. ვიცი, ეს პოლიტიკურად კორექტული არ...
მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ბელგიის პრემიერმინისტრ შარლ მიშელს მკაცრი კონტროლის დაწესების პოზიცია აქვს, მისი განცხადებით, "შენგენის" ზონაში თავისუფალი გადაადგილების შესანარჩუნებლად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ მკაცრი სასაზღვრო კონტროლი.
"ჩვენ რამდენიმე პრიორიტეტი გვაქვს. უპირველეს ყოვლისა თუ გვსურს შევინარჩუნოთ თავისუფალი გადაადგილება შენგენის ზონაში, მაშინ მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ გარე საზღვრები. მეორე პრიორიტეტი კი ის არის,...

































