.
ოთხი წელია, გრძელდება ქართველი ხალხის შანტაჟი, თუმცა ყველამ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი შანტაჟს არ წამოეგება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბარიც არის ქართველი ხალხის დაშანტაჟების მორიგი მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც უვიზო მიმოსვლას შეეხებოდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სოზარ სუბარი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი თეო ფრანკენს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, ვინაიდან ბელგია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი და პარტნიორია ევროკავშირში. მინისტრი შეეხო ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ, მიგრანტთა გაზრდილი ნაკადის...
გერმანული ტელეკომპანია „მითელდოიჩერ რუნდფუნკმა“ საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის რეადმისიის საკითხში არსებულ თანამშრომლობას ეხებოდა.
სიუჟეტში საუბარია, რომ ევროპაში მიგრაციის კრიზისის ფონზე, საქართველო იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მოქმედებდეს ლტოლვილთა წარმოშობის ქვეყანასთან გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულება. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ გერმანიის უწყებები სწრაფად ღებულობენ ამა თუ იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო...
ესპანეთში, უცხოელების დაკავების ცენტრიდან იმიგრანტების გაქცევის მცდელობის დროს 11 პოლიციელი დაშავდა. ინციდენტი მადრიდში მოხდა.
ადგილობრივი პრესის ცნობით, ძირითადად ალჟირელი 80-მდე პირი ტერიტორიის დატოვებას ძალის გამოყენებით შეეცადა. არეულობის დროს დაშავებული სამართალდამცველებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
უცხოელების დაკავების ცენტრში, ამ მომენტისთვის ესპანეთიდან გაძევების მოლოდინში 170 პირი იმყოფება. ევროპაში დარჩენის სურვილით, ცენტრში მყოფები ცენტრის ტერიტორიის დატოვებას ხშირად ცდილობენ.
აგვისტოში მომხდარი...
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ გაერთიანების წევრი სახელმწიფოები არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად სწორ გზას ირჩევენ.
ბრიუსელში საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით არაფორმალურ სამიტში მონაწილეობა გაერთიანების 16 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა მიიღეს. შეხვედრაზე საიმიგრაციო კრიზისის დასაძლევად იტალიის პრემიერ-მინისტრმა კოლეგებს ახალი გეგმაც წარუდგინა, რომელიც სატრანზიტო ქვეყნებში მიგრანტებისთვის ცენტრების შექმნას ითვალისწინებს.
ამასთან ერთად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ...
რუბრიკა ,,გაიცანი ქართველები" ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიცირებული პროექტია და გვაცნობს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, პროექტის მხარდაჭერის და თანამშრომლობის სურვილი ჩვენი პორტალის DIASPORA.GE-ს რედ.კოლეგიას მისი გაცნობისთანავე გაგავიჩნდა, რასაც დადებითად შეხვდა ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოც , რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიდერლანდების სამეფოში ბ-ნ კონსტანტინე სურგულაძეს.
დღეს...
უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს წარდგინებითა და უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერის განკარგულებით, ქართულ -უნგრული ურთიერთობების
განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კომანდორის ჯვრით - უნგრეთის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
საქართველოს ელჩს ღირსების ორდენი გადასცა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟოლტ ჩუტორამ.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის საგარეო უწყების და...
უვიზო რეჟიმით ევროპაში წასული და თავშესაფრის მოთხოვნით ჩაბარებული ქართველების დეპორტაციები გახშირდა. ამის მაგალითი ჯერ მხოლოდ მაისში დეპორტირებული ქართველების რიცხვია, როდესაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან 100-მდე ქართველის დეპორტაცია განხორციელდა. ევროპული სახელმწიფოებიდან სპეც-რეისების დამატება, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს და თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ევროპიდან...
ნაპოლში არალეგალური მიგრაციის მართვის საკითხზე შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი და Frontex-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰანს ლეიტენსი, საბერძნეთის მიგრაციის და თავშესაფრის მინისტრი მაკის ვორიდისი, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოზი, ესპანეთის მიგრაციის საკითხების მინისტრი ფერნანდო გრანანდო-მარლასკა გომესი, კვიპროსის მიგრაციის მინისტრი ნიკოლაოს იოანიდისი და მალტის მიგრაციის...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წელს ევროპის ქვეყნებში დაკავებული ე.წ. „კანონიერი ქურდების“ და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სტატისტიკას აქვეყნებს და აცხადებს რომ: ,, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ მიმართულებით უწყება ეფექტიან ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. 2018 წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა...
































