Euronews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საბერძნეთმა რუს დიპლომატებს საბერძნეთის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. საბერძნეთის ხელისუფლების ბრალდებით რუსი დიპლომატების სამიზნე საბერძნეთსა და მაკედონიას შორის სახელმწიფოს სახელწოდებაზე არსებული ხანგრძლივ  უთანხმოება გახდა.  როგორც ჩანს რუსმა დიპლომატ-აგენტებმა სიტუაციის დაძაბვის და რამდენიმე ბერძენ მაღალჩინოსანთან ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ დესტაბილიზაციის შექმნა სცადეს. მოლაპარაკებების შედეგად, ორმა სახელწმიფომ შეთანხმებას მიაღწია და ოფიციალურად...
ევროკავშირის მარეგულირებელმა „ტიკტოკი“ 530 მილიონი ევროთი დააჯარიმა მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის სტანდარტების დარღვევისთვის. ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიაში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიის, ByteDance-ის საკუთრებში არსებულმა „ტიკტოკმა“ ვერ აჩვენა, რომ ევროკავშირის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, რომელთა ნაწილზე ჩინეთში პერსონალს ჰქონდა წვდომა, დაცვის მაღალი დონით სარგებლობს, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობით.
ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ეს გზას გაუხსნის ციფრული სასაზღვრო სისტემის თანდათანობით დაწყებას. ეს არის ბლოკის ავტომატიზირებული რეესტრი მოკლევადიანი მოგზაურებისთვის. შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.წევრ სახელმწიფოებს ახლა ორი ვარიანტი...
დღეიდან 6 თვის განმავლობაში ავსტრია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა უფლებამოსილებები უკვე გადაიბარა.  2018 წლის იანვრიდან, ივნისის ჩათვლით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბულგარეთი იყო. ცერემონიას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც ესწრებოდა. როგორც ცერემონიაზე სებასტიან კურცმა თქვა: "ეს პატივია ჩვენთვის, მაგრამ ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც". კურცის განცხადებით, ავსტრიის პოლიტიკის დევიზი იქნება: "ევროპა, რომელიც...
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით მის მიერ თბილისში ვიზიტად მყოფ, გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრისას გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის საკითხი დააყენა.დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა რომ მის მიე: ,,დაყენებული კონკრტული თხოვნა იყო მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება და აქაც...
ევროკავშირის ლიდერები მომავალ კვირას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ე.წ. „განტვირთვის რეგიონული პლატფორმების“ შექმნის საკითხს განიხილავენ. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივი განცხადების პროექტში. მედიასაშუალების წყაროს ცნობით, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ იგეგმება მიგრანტთა ცენტრების შექმნა, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადის განხილვა თავშესაფრის მაძიებლის ევროპაში ჩასვლამდე მოხდება. Reuters-ის წერს, რომ შესაბამისი ცენტრები შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში...
  საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხი - „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ხვდება. ქართველების უცხოეთში ლეგალური დასაქმება იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დავით ბაქრაძის გამოსვლის მთავარი თემაც. „ჩვენი ემიგრანტების პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა ევროპული ქვეყნების მხრიდან ინდივიდუალურად ორმხრივ საფუძველზე საქართველოსთან შეთანხმებების გაფორმება, შრომის ბაზრის გახსნა და ლეგალური სამუშაო...
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით სექტემბრის თვეში ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოში ფულადი გზავნილებით იტალია და საბერძნეთი ლიდერობენ.  მიმდინარე წლის სექტემბერში იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში 16,42 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საბერძნეთიდან 14,17 მლნ აშშ დოლარი შევიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით ორივე ქვეყნიდან ფულადი გზავნილების ხვედრითი წილი მთლიან მოცულობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია და წელს...
იტალიის მიერ გამკაცრებულ სასაზღვრო კონტროლს საქართველოს მხარეც ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო იტალიაში მოგზაურობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თან იქონიონ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი, – ამის შესახებ განცხადება საკონსულომ Facebook-ისოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. „მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა...
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ბრიუსელში მიგრაციის მინი სამიტს უმასპინძლებს. შეხვედრა  კვირას ბრიუსელში ჩატარდება, სადაც ლიდერები მოსალოდნელია, რომ განიხილონ ევროპული გადაწყვეტილებები მიგრაციის გამოწვევებზე, სხვა საკითხებთან ერთად. საბჭომ დაუყოვნებლივ არ დაადასტურა, თუ რომელი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. გერმანულ გაზეთ Bild- ის ცნობით, სამიტს დაესწრებიან  საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, საბერძნეთის, ბულგარეთისა და ესპანეთის, ასევე გერმანიის ლიდერები....