Home ყველა სიახლე საბერძნეთის მთავრობამ რეფორმების პაკეტი დაამტკიცა

საბერძნეთის მთავრობამ რეფორმების პაკეტი დაამტკიცა

0
1653
საბერძნეთის მთავრობამ რეფორმების პაკეტი დაამტკიცა

საბერძნეთის მთავრობამ რეფორმების პაკეტი დაამტკიცასაბერძნეთის მთავრობამ რეფორმების პაკეტი დაამტკიცა, რომელსაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ითხოვდნენ. დოკუმენტს მმართველი კოალიციის 154-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კენჭისყრა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების ფონზე გაიმართა. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას ათენში პარლამენტის წინ 20 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. ისინი რეფორმის პროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც პროფკავშირებს გაფიცვის უფლებას შეუზღუდავს.

ცვლილებების თანახმად, გაფიცვის გამოცხადებისთვის საჭიროა, რომ ინიციატივას პროფკავშირების წევრთა სულ მცირე ნახევარმა დაუჭიროს მხარი. ამჟამად, მოქმედი კანონმდებლობით კი ამისთვის საკმარისია პროფკავშირების წევრთა ხმების ერთი მესამედი. ამას გარდა, დამტკიცებული კანონი გარკვეული სოციალური შეღავათების შეზღუდვას ითვალისწინებს.

პოლიციამ საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მომიტინგეებმა კი სამართალდამცველებს ქვები და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.
საპროტესტო აქციამდე საბერძნეთში ტრანსპორტის სფეროს თანამშრომლები, მასწავლებლები, მოსამართლეები და ექიმები გაიფიცნენ.

როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, საბერძნეთისთვის რთული პერიოდი დასრულდა.

„რეფორმების მესამე შეფასებისთვის პირობების საკანონმდებლო ნაწილი ფაქტობრივად დასრულებულია“, – განაცხადა ციპრასმა.