დგას თუ არა საფრთხის ქვეშ საქართველოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან

0
4656

საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, არ დაარღვიონ ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საექსპერტო კომისია ევროპის საბჭოში აპირებს წარადგინოს მოხსენება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის მექანიზმის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამტკიცებს „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი რიკარდ ჟოზვიაკი.

ჟურნალისტმა Twitter-ში დაწერა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მიღების შესახებ მოთხოვნის რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით შეშფოთებული  „ეს არის გეგმური და ამაში არაფერი ექსტრაორდინარული არ არის. საქართველომ უნდა გააგრძელოს ვალდებულებების შესრულება, ეს ფაქტია. საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა დაარღვიონ უვიზო რეჟიმის წესები, არ გადააცილონ ამ სამ თვეს. ასევე, თავშესაფრის მოთხოვნა — ეს ისეთი რამ არის, სადაც დაკმაყოფილების სტატისტიკა არის ძალიან დაბალი საქართველოდან. ევროკავშირს საქართველო შეყვანილი ჰყავს უსაფრთხო ქვეყნების სიაში და ამიტომ მოთხოვნების განხილვა ავტომატურად უარყოფითი პასუხით სრულდება. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს”, — განაცხადა საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.