ვროცლავში პოლონეთ საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

0
2365

2018 წლის 22 იანვარს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ილია დარჩიშვილი ქვემო სილეზიის რეგიონს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, 23 იანვარს, ვროცლავში პოლონეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელსაც 30-მდე პოლონელი მეწარმე ესწრებოდა. ფორუმი ორგანიზებული იყო ქვემო სილეზიის მარშალის ოფისის, ეკონომიკური თანამშრომლობის სააგენტოს, ახლადშექმნილი პოლონეთ-საქართველოს სავაჭრო პალატისა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიერ.
ბიზნეს ფორუმი სიტყვით გახსნეს ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალმა ევა მანკოვსკამ და ელჩმა ილია დარჩიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე, მიმოიხილა ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და პოტენციური ინვესტორებისთვის საინტერესო დარგები.
ქართულ-პოლონურ ბიზნეს ფორუმს წინ უძღოდა საქართველოს ელჩის შეხვედრა ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალებთან ევა მანკოვსკასთან და იეჟი მიხალაკთან, სადაც მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა ილია დარჩიაშვილმა ინტერვიუები მისცა ადგილობრივ მედია საშუალებებს.