ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია!

0
2351

ლევან გორგაძე მესამე ევროპელი სუმოისტია, რომელმაც სუმოს უმაღლესი ჯილდო – იმპერატორის თასი მოიპოვა.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა გოლიათმა, რომელიც 2018 წლის პირველ ბაშოზე დასავლეთის მე-3 მაეგაშირას რანგში გამოდის, ჩემპიონის ტიტული ბოლოსწინა – მე-14 ტურში, იაპონელი შოჰოზანის ძლევით გაინაღდა

ამ გამარჯვებით ლევან გორგაძემ 12-ქულიანი დადებითი ბალანსი მოიპოვა (13 მოგება და 1 წაგება) და უახლოესი მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა.

ვასილ მშვილდაძე