CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ის აზრით, ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
ამავე კვლევით, 19% ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას დასავლეთთან, 10% მიიჩნევს, რომ გაიზრდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი, 10%-ის აზრით, საქართველო მეტად იქნება დაცული საგარეო საფრთხეებისგან, 6%-ის თქმით, მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება უფრო უსაფრთხო იქნება, 3%-ის განცხადებით, უვიზოდ შეძლება ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას, 2%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკეთ გაიცნობენ საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს.
კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 17% აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს, 28% – ძირითადად უჭერს მხარს, 28% – ნაწილობრივ უჭერს, ნაწილობრივ – არა, 6% – ძირითადად არ უჭერს მხარს, 8% – საერთოდ არ უჭერს მხარს.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა, “კავკასიის ბარომეტრი 2017 “ წლის შედეგები დღეს წარადგინა. პრეზენტაცია მოსახლეობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზეა ფოკუსირებული.
კვლევში წარმოდგენილია მოსახლეობის პოზიცია რომელი ქვეყანა აღიქმება ხალხის მიერ საქართველოს მეგობრად და რომელი მტრად, რომელ გაერთიანებაში გაწევრიანებას უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობა – ევროკავშირში, ნატო-სა თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.
კავკასიის ბარომეტრი ერთადერთი გამოკითხვაა, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან ყოველწლიურად, 2013 წლიდან კი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და აღწერს საქართველოს სრულფასოვანი მოსახლეობის შეხედულებებს საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე 1tv.ge