იტალიაში ბინის ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

0
1380

იტალიის ქალაქ სალერნოში, ბინის ძარცვის დროს სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.

მძარცველებს შორის ასევე ერთი იტალიელი და ერთი პოლეთის მოქალაქე იყო.

ამის შესახებ ინფორმაციას Salerno Todayავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გვიან ღამით კარაბინიერებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან საეჭვო მანქანა შენიშნეს.

სამართალდამცველებმა შენობის მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში სამი მძარცველი აღმოაჩინეს, რომლებიც სეიფის გატეხვას ცდილობდნენ.

მძარცველებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ადგილზე კარაბინიერების დამატებითი ძალების მისვლის შემდეგ. pia.ge