საბერძნეთში დილიდან ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

0
2634

ოპერაცია ათენსა და რამდენიმე სხვა ქალაქში მიმდინარეობს. პოლიციამ აღმოაჩინა ასაფეთქებელი მასალები, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები და სხვა ნივთები, რომლებიც ერთ-ერთ რადიკალურ მემარჯვენე ორგანიზაციას ეკუთვნის. ამ ორგანიზაციის სახელწოდება ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ მათ ბრალი ედებათ ანარქისტული დაჯგუფებების წევრებზე თავდასხმებში, რასაც ბოლო დროს ხშირად აქვს ადგილი. პოლიციას თხუთმეტი ასეთი შემთხვევა აქვს აღრიცხული. სავარაუდოდ, უკვე ცნობილია აღნიშნული დანაშაულების ორგანიზატორთა ვინაობა და თუკი დამტკიცდება მათი კავშირი ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, ეს ახალი პოლიტიკური სკანდალის საფუძველი გახდება. nostal.ge