გერმანიაში თავშესაფრის მომთხოვნი ფაქტობრივად ყველა ადამიანი გამოიგზავნება უკან საქართველოში

0
1658

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილისგანცხადებით, ფაქტობრივად თავშესაფრის მომთხოვნი ყველა ადამიანი უკან საქართველოში  გამოიგზავნება.  მახარობლიშვილის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ საქართველო გერმანული მხარის მიერ მიჩნეულია დე ფაქტოდ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

მისივე ინფორმაციით, საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხზე.

„გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელთა თითქმის 100 %-ს ეძლევა უარყოფითი დასკვნა და ფაქტიურად თავშესაფრის მომთხოვნი ყველა ადამიანი გამოიგზავნება უკან საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო გერმანული მხარის მიერ მიჩნეულია, დე ფაქტოდ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. შეხვედრაზე აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მომენტიც, რომ გერმანულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავშესაფრის მაძიებელთა განხილვის პროცედურები იქნება საგრძნობლად შემცირებული“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა წყარო infonews.ge