1. მფარველობის ნაირსახეობები

საფრანგეთში მფარველობის 3 სახე არსებობს : ლტოლვილის სტატუსი, შენაცვლებითი (სუბსიდიალური) მფარველობა და მოქალაქეობის არმქონე პირის (აპატრიდის) სტატუსი.

1.1. ლტოლვილის სტატუსი 
ლტოლვილის სტატუსი გაიცემა 3 საფუძველზე :

• 1951 წ. 28 ივლისის ჟენევის კონვენცია ლტოლვილის სტატუსის შესახებ. ლტოლვილის სტატუსი მიენიჭება ნებისმიერ პირს, « რომელიც საფუძვლიანი შიშის გამო შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით » ;

• კონსტიტუციური თავშესაფარი, 1946 წლის კონსტიტუციის პრეამბულის მე-4 პუნქტის თანახმად, მიენიჭება ნებისმიერ პირს « რომელიც ხდება დევნის მსხვერპლი თავისუფლებისთვის საქმიანობის საფუძველზე » ;

• გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მანდატით, თუ თქვენ მან მოგანიჭათ ლტოლვილის სტატუსი მისი დადგენილების მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე.

1.2. შენაცვლებითი (სუბსიდიალური) მფარველობა 
შენაცვლებითი მფარველობა მიენიჭება ნებისმიერ პირს ვინც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და ვისთვისაც არსებობს სერიოზული დამაჯერებელი მიზეზები, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში : • მას ელის სიკვდილით დასჯა ; • მას ელის ტანჯვა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ; • მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე შიდა ან საერთაშორისო კონფლიქტის ფონზე.
საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსს და შენაცვლებით მფარველობას მიანიჭებს საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მფარველობის ოფისი (OFPRA), ან ლტოლვილთა ეროვნული სასამართლო (CNDA).

1.3. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი 

1954 წლის 28 სექტემბრის ნიუ იორკის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის კონვენციის შესახებ თანახმად მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი მიენიჭება ნებისმიერ პირს « ვისაც არც ერთი სახელმწიფო არ ცნობს თავის მოქალაქედ ». ეს სტატუსი განსხვავდება წინა ორი,
ზემოთაღნიშნული მფარველობისგან და ეხება მხოლოდ მოქალაქეობის არმქონე პირს. იგი არ ითვალისწინებს დევნის არსებობას. სტატუსი გაიცემა ოფისის (OFPRA) მიერ. მისი გასაჩივრება შესაძლებელია ადმინისტრაციულ სასამართლოში.
ზემოთაღნიშნული მფარველობისგან განსხვავებით მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძებარს მისი თხოვნის განხილვის პერიოდში საფრანგეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას არ აქვს.
მის მოსათხოვნად უნდა მიმართოთ არა პრეფექტურას არამედ მიწეროთ OFPRA-ს. თხოვნაში თქვენი სახელი, გვარი, მისამართი და მოთხოვნის მიზეზები უნდა ასახოთ.
OFPRA გამოგიგზავნით სათანადო ფორმულარს, რომელსაც შეავსებთ ინფორმაციით თუ რატომ მიგაჩნიათ, რომ არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ გეკუთვნით. ფორმულარს ხელს მოაწერთ და 2 ფოტო-სურათს, სამგზავრო საბუთს, დაბადების მოწმობას და ვადიან პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლს დაურთავთ. აუცილებელია საბუთები OFPRAს დაკვეთილი წერილით (lettre recommandée avec accusé de réception) გაუგზავნოთ.
OFPRA გასაუბრებაზე დაგიბარებთ. თავშესაფრის მაძიებლისგან განსხვავებით, თქვენ არ გაქვთ ვექილის ან სხვა დამხმარე პირის თანხლებით გამოცხადების უფლება.
გასაუბრება თქვენთვის გასაგებ ენაზე ჩაგიტარდებათ.
OFPRA თავის გადაწყვეტილებას დაკვეთილი წერილის მეშვეობით გაცნობებთ.
თუ OFPRA-მ მოგანიჭათ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, თქვენ მოგეცემათ სხვა მფარველობიდან გამომდინარე ანალოგიური უფლებები (იხილეთ პუნქტი 7). მათ შორის პირადობის და სამგზავრო საბუთების მიღება და ნორმალური ოჯახური ცხოვრების წარმართვის უფლება.
თუ OPFRA უარყოფს თქვენს თხოვნას, თქვენ შეგეძლებათ გაასაჩივროთ უარი თქვენი ადგილმდებარეობის ადმისტრაციულ სასამართლოში უარის მიღებიდან 2 თვის განმავლობაში.
საჩივარს არ აქვს გადაწყვეტილების დროებითი შეჩერების ძალა. თქვენ შესაძლებელია მოგეთხოვოთ საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება მიუხედავად საჩივრის განხილვისა.

 

აღნიშნული ინფორამცია გამოქვეყნებულია

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი

ნუგზარ სულაშვილის მიერ

კონსულტაციებისთვის მიმართეთ
+33 601447038