ემიგრანტებმა დროა დაიწყონ რეგისტრაციის გავლა, რომ ხმის მიცემისას პრობლემები არ შეხვდეთ ინტერვიუ ნათია მაისურაძე ანასტასიადისთან. არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით დღის წესრიგში დგება ზოგიერთ საკითხი, რომელიც ძირითადად ეხება მოსახლეობის ინფორმირებას საარჩევნო სიასა და არჩევნებში მონაწილეობის პროცედურას. ამ საკითხზე რამოდინემე კითხვით მივმართეთ ქ.თესალონიკის N 38 საარჩევნო უბნის კომისიის მდივანს ქალბატონ ნათია მაისურაძე-ანასტასიადის.
– ქალბატონო ნათია რა შეგიძლია გვითხრათ ამ პროცედურასთან დაკავშირებით ან და რა ძირითად პრობლემას აწყდებით , რომელია ის აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხი, რათა არჩევნებმა ჩაიაროს ექსცესების გარეშე?
– ძირითადი ასპექტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ამომრჩეველმა, არის მისი რეგისტრაციის საკითხი, ანუ აუცილებლად(ვიმეორებ) აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული საქართველოს საკონსულოში საბერძნეთის ტერიტორიაზე, (ან იმ ქვეყნის ტერიტორიაზე სადაც მუდმივად ცხოვრობს) ეს პროცედურა ძალზე მარტივია, ყველაფერი ელექტრონულად ხდება , სულ 10 წუთის საქმეა, მხოლოდ ხელის მოწერაღა დასჭირდება მოქალაქეს. მიიღებენ სარეგისტრაციო ნომერს და მისი გვარი შევა საარჩევნო სიაში, სხვაგვარად ცესკოს არ ექნება მისი მონაცემი და მას საარჩევნო ბიულეტინს გაუგზავნის რეგისტრაციის ადგილას, ანუ საქართველოს იმ რეგიონში სადაცაა დარეგისტრირებული.
– ანუ ,თქვენ ამბობთ რომ მისი რეგისტრაცია აუცილებელია იმის გამო, რომ მისი ხმა არ დაიკარგოს?
– თავისთავად , ამის გარდა საკონსულოს უნდა ჰქონდეს თავის მოქალაქეებზე ინფორმაცია, არა აქვს მნიშვნელობა ლეგალურად არის ეს პიროვნება ქვეყანაში , თუ არალეგალურად, ეს სტატისტიკისთვისაც კარგია.
-ხომ უნდა არსებობდეს ინფორმაცია რა რაოდენობის ადამიანი იმყოფება მუდმივად საბერძნეთის ტერიტორიაზე?
საკონსულოებს უნდა ჰქონდეთ მონაცემები, უამრავი შემთხვევა ხდება, ვთქვათ ადამიანებს ვერ
უკავშირდებიან ახლობლები, საკონსულოს კი უნდა ჰყავდეს ის პიროვნება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აყვანილი აღრიცხვაზე, იცოდეს მიდი საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონი. რეგისტრაცია კი საერთოდ არ ავალდებულებს მოქალაქეს ინფორმაცია მიაწოდოს ადგილობრივ ხელისუფლებასაც, ეს კონკრეტულად მხოლოდ მოქალაქესა და საკონსულოს შორის ურთიერთობაა.
– ზოგიერთ მოქალაქეს ჰგონია, რომ რადგან პასპორტი აიღო (ან შეცვალა) საბერძნეთში, მაშასადამე ავტომატურად ადის აღრიცხვაზე და რეგისტრირებულია…
– რა თქმა უნდა ასე არ არის, რეგისტრაციის პროცედურა არანაირ კავშირში არ არის პასპორტის გამოცვლასთან. მოქალაქე რეგისტრირდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პასპორტის აღების შემდეგ შეიძლება ის სხვა ქვეყანაში გადავიდეს საცხოვრებლად , ამას ვერავინ გააკონტროლებს, მაგრამ ვინც მუდმუვად ცხოვრობს აქ, მას ევალება აღრიცხვაზე ასვლა, თავისი მოქალაქეობრივი უფლების დაფიქსირება. შარშან იყო რამოდენიმე შემთხვევა, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, მოდიოდნენ ადამიანები სხვადასხვა ქალაქებიდან, საარჩევნო სიაში თავი ვერ მოიძიეს და სამწუხაროდ ვერც ხმა მისცეს. ამ პრობლემებს რომ არ შევეჩეხოთ აუცილებელია სარეგისტრაციო ნომერი, რაც უფრო მალე მოაგვარებენ ამ საკითხს ცეესკო მიიღებს მოქალაქეების დაზუსტებულ სიას. მივმართავ მოსახლეობას , არ დაკარგოს საკუთარი ხმა და დროზე მოაგვაროს ეს საკითხი. ეს ეხება ყველას, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება მუდმივად, არჩევნებში მონაწილეობა ყოველი მოქალაქის ვალია, ასე რომ, ვიცოდეთ ჩვენი უფლებები.