საქართველო-უკრაინის დიასპოროული ორგანიზაცია, მხარს უჭერს საბერძნეთში მცხოვრები თანამემამულეების მოთხოვნას საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის არათანაბარ საფასურთან დაკავშირებით.

0
2576

საქართველო-უკრაინის დიასპოროული ორგანიზაცია, მხარს უჭერს საბერძნეთში მცხოვრები თანამემამულეების მოთხოვნას საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის არათანაბარ საფასურთან დაკავშირებით.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი ჩვენს მოქალაქეებს მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად უნდა გაეწიოს თანაბარი პირობებით და წესით.მიგვაჩნია, რომ სახეზე გვაქვს დისკრიმინაციული მიდგომა, რომელიც თავის მხრივ სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაეს კანონთან – კონსტიტუციასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თხოვნით მივმართავთ უფლებამოსილ ინსტიტუციებს გადახედილ იქნას აქამდე არსებული მანკიერი პრაქტიკა და განხორციელდეს იმ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს სერვისების თანაბარ პირობებში გაწევას და კონსტიტუციასთან შესაბამისობას.

პატივისცემით,
ნიკოლოზ გუგეშაშვილი
საქართველო-უკრაინის დიასპორული ორგანიზაციის პრეზიდენტი.