უფასო სამედიცინო გამოკვლევები ნიუ იორკში მცხოვრები ქართველებისთვის

0
1422

6 მაისს, კვირას , დილის 10 სთ-დან “თვისტომის” სამედიცინო ჯგუფი 40 წლის ზემოთ ქალებისათვის ატარებს მორიგ უფასო მამოგრაფიას .გამოკვლევები ტარდება ამერიკული ორგანიზაცია Women’s Outreach Network-თან თანამშრომლობით.პროგრამა ხორციელდება ასოციაციის მიერ 2004 წლიდან ყოველ 2-3 თვეში ეთხელ .ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობის პროცესიც უ ფ ა ს ო ა !!! ჩვენთან უფასო მამოგრაფიის პროგრამაში გაიარა უკვე 2000ზე მეტმა პაციენტმა.
მკერდის გამოკვლევის დღეს მათ ვისაც სამედიცინო დაზღვევა არ გაქვთ შეგიძლიათ ჩაიტაროთ მთლიანი პროფილაქტიკური გამოკვლევა, რაც მოიცავს ულტრაბგერით გამოკვლევას და ასევე სისხლისა და შარდის ანალიზს მინიმალურ ფასად.
ამავე დღეს მათთვის, ვისაც თავის ტკივილები და ხერხემლის ტკივილები გაწუხებთ ჩატარდება თავის ტვინისა და ხერხემლის მაგნიტორეზონანსული MRI გამოკვლევები.
ბრუკლინიდან მსურველებს მოგემსახურებათ ტრანსპორტი
ცნობებისათვის და რეგისტრაციისათვის დარეკეთ
Tel: 917 379 7141 ირინა მიქაბერიძე
მისამართი: Queens – 6829 Springfield Blvd, Oakland Gardens, NY, 11364