უცხოეთში დასაქმების მსურველთათვის, საქართველოში სპეციალური ბაზა შეიქმნება

0
2450

უცხოეთში დასაქმების მსურველთათვის საქართველოში სპეციალური ბაზა შეიქმნება. ამის შესახებ kvirispalitra.ge-სთან საუბრისას, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ განაცხადა.

კერძოდ, მისი თქმით, მუშაობენ ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებაზე, სადაც ყველა მსურველის მონაცემები მოთავსდება, რომ უცხოელმა დამქირავებელმა იპოვოს, წაიყვანოს და დაასაქმოს.

„ჯერ მხოლოდ მესამე წელია ცირკულარული (შრომითი) მიგრაციის პროექტი დაიწყო. უშუალოდ ცირკულარულ მიგრაციაზე საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა ჩაიბარა. ქვეყანამ ჩამოაყალიბა მიგრაციის ეროვნული სტრატეგია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე უწყებას. მაგალითად, შარშან გერმანიამ მსგავსი პროექტით ექთნები წაიყვანა და ენის კურსიც კი დაუფინანსა. ხშირია მოთხოვნა სასტუმრო ბიზნესში, ადმინისტრატორის და ბარმენის პოზიციაზე. კომპიუტერის მცოდნენიც სჭირდებათ ზოგჯერ.

ბუნებრივია ჩვენ ვერ გავაჩერებთ თუ ვინმეს სურს წასვლა და მერე იქ არალეგალად დარჩენა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია პოტენციური ემიგრანტებისა და უკვე ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ. ამიტომ მოვუწოდებთ მათ გამგზავრებამდე წინასწარ მიიღონ ინფორმაცია. რაც შეეხება ცირკულარულ (შრომით) მიგრაციას, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამინისტროში წარმოადგინოს განაცხადი, გაიაროს კონსულტაცია და ჩვენ დავეხმარებით, რომ ეს ადამიანები არ აღმოჩდნენ კაბალურ პირობებში. Worknet- ში შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ასევე, მათ შორის უცხოეთში სამსახურის მაძიებლები. ამასთან, ვმუშაობთ ერთიანი

ბაზის ჩამოყალიბებაზე, სადაც ყველა მსურველის მონაცემები მოთავსდება, რომ უცხოელმა დამქირავებელმა იპოვოს, წაიყვანოს და დაასაქმოს,“-აღნიშნა ჯგერენაიამ. წყარო kvirispalitra.ge